სიახლეები
საინტერესო

გაიცანით მსოფლიოს ყველაზე უცნაური და საინტერესო საახალწლო ტრადიციები
31-12-2018
-
+


არსებობს არაერთი საახალწლო ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანას აერთიანებს. მაგალითად, ნაძვის ხე, ფოიერვერკი და საახალწლო საჩუქრები უცნაურობას არავისთვის წარმოადგენს. თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს თურმე სხვადასხვაგვარად ხვდებიან და მათ საკმაოდ უცნაური ტრადიციებიც ახასიათებს.

გთავაზობთ მსოფლიოს 11 ყველაზე უცნაურ და საინტერესო საახალწლო ტრადიციას, რომელიც ხშირად ღიმილს, გაოცებას და შიშსაც კი იწვევს. 

1. დანიაში უცვლელ საახალწლო ტრადიციას დამტვრეული ჭურჭელი წარმოადგენს 


დანიაში ახალი წლის აღნიშვნა მეგობრისთვის დამტვრეული ჭურჭლის კართან დაყრით იწყება. ვის სახლთანაც მეტი ნამსხვრევი დაგროვდება, სწორედ მას ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი და მომავალ წელსაც უფრო გაუმართლებს.

2. ესპანეთში ყურძნის 12 მარცვლის ტრადიცია ყველასთვის ცნობილია 


ესპანეთში საათის თითოეული ჩამოკვრაზე, თითო ყურძნის მარცვალს ჭამენ. ადგილობრივების აზრით, თუ ახალი წლის ღამეს ყურძნის 12 მარცვალს შეჭამ, მომავალი წელი ბედნიერებას მოგიტანს.

3. ჩილესთვის დამახასიათებელი საახალწლო ტრადიცია ბევრისთვის ყველაზე დიდ უცნაურობას წარმოადგენს და ხშირად შიშსაც იწვევს


ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. ჩილეს ქალაქ ტალკაში ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქის მოსახლეობა მიდის სასაფლაოზე და ჯდება მათი მიცვალებულების საფლავებთან, სადაც ელოდება ახალი წლის დადგომას. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მისთვის პატივის მიგებას ნიშნავს.


4. იაპონიის მოსახლეობისთვის ახალი წლის დადგომა 108 ზარის გარეშე წარმოუდგენელია


ახალი წლის პირველი დღის პირველ მზის სხივებთან ერთად იაპონიაში ზარების რეკვას იწყებენ. ზარი ზუსტად 108–ჯერ ჩამოჰკრავს (თვრამეტ–თვრამეტს ექვსჯერ). ზარი ადამიანებს მოუწოდებს გათავისუფლდნენ ექვსი მთავარი ცოდვისგან. ესენია სიხარბე, შური, მრისხანება, გაუბედაობა, უვიცობა, ქარაფშუტობა.

5. ავსტრალიისთვის ახალი წლის ღამეს ყველაზე დიდი ხმაურია დამახასიათებელი


მოსახლეობა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე სახლიდან ლითონის ჭურჭლით შეიარაღებული (იქნება ეს ქვაბები თუ ტაფები) გამოდის გარეთ და ცდილობს ახალ წელს მაქსიმალური ხმაურითა და მხიარულებით შეეგებოს. რაც მათი აზრით, წარმატებული და იღბლიანი წლის საწინდარია.

6. არანაკლებ უცნაური ტრადიციით ხვდება პერუ ახალ წელს


პერუს სოფლებში წლის მიწურულს, დეკემბრის ბოლოს „ტაკანაკუის ფესტივალს“ (ტაკანაკუი ქვეჩუას ენაზე „სისხლის დუღილს ნიშნავს“) აღნიშნავენ. ფესტივალზე მუშტებით ჩხუბი სიძნელეების დაძლევის და დაბრკოლებების გადალახვის სიმბოლოა. ისინი მომავალ წელს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებენ.


7. ბოლივიის მოქალაქეები ყოველ ახალ წელიწადს უძველესი ტრადიციით ეგებება


ბოლივიელების აზრით, იმ იღბლიან ბოლივიელს, რომელიც საგანგებოდ მომზადებულ ნამცხვარში მონეტას აღმოაჩენს, წარმატებული წელი ექნება.

8. საფრანგეთი ახალ წელს ტრადიციული ტკბილეულით ეგებება

 
შობა და ახალი წელი საფრანგეთში  არის კულინარული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. სადღესასწაულო დესერტს წარმოადგენს ცნობილი საშობაო ნამცხვარი "შეშა" (ტორტი ცუკატებითა და ქიშმიშით) და შოკოლადი. მზადდება 6 კერძი და 13 დესერტი.


9. სამხრეთ აფრიკაში ახალი წლის ღამეს ფანჯრიდან ძველ ავეჯს ყრიან


სამხრეთ აფრიკული ტრადიციის თანახმად, ახალი წლის ღამეს სასურველია ძველი ავეჯისა და ნივთების ფანჯრიდან მოსროლა. რაც მათი აზრით, ოჯახს წარმატებას და ბარაქას მოუტანს.

10. სიმბოლური და საინტერესო საახალწლო ტრადიცია აქვთ საბერძნეთის მოქალაქეებს


ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელს ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში მისვლისას მასპინძელს ეუბნებიან: „დაე, ჩემი მასპინძლის ქისა ამ ქვასავით მძიმე იყოს“.

11. და ბოლოს ირლანდია, სადაც ახალ წელს არანაკლებ საინტერესო ტრადიციით ხვდებიან


ახალი წლის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოდ აღებენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს - „მშვიდობა ამ სახლსა და მთელ მსოფლიოში!“ შესვამენ. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება