სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი, კონკურსი

„ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ - etaloni.ge-ს და izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
15-12-2018
-
+


საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ Etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის - „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ გამარჯვებულები და რჩეულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.

გამარჯვებულებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

Facebook-ზე მოწონებების მიხედვით, პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III4 კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ 4 ათასი მოწონება მოიპოვა,  I კლასის დამრიგებლის, ლედი ელიაშვილის  ფოტომ კი  - 3,5 ათასი მოწონება. 

N71 საჯარო სკოლის III4 კლასი


N71 საჯარო სკოლის I კლასი

მეორე ადგილი მოიპოვა თბილისის N106 საჯარო სკოლის I4 კლასის დამრიგებლის, სოფიკო მეხაშიშვილის ფოტომ, რომელსაც 969 მოწონება აქვს.


მესამე ადგილზე კი გავიდა წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია IV კლასის და კლასის მზრუნველი დამრიგებლის  ქეთევან ოჩინსკის ფოტოთი, რომელსაც 736 მოწონება აქვს.


Etaloni.ge-ს და Izrune.ge-ს შემოქმედებითმა გუნდებმა ასევე გამოავლინეს თავიანთი რჩეულები.

Etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეულები გახდნენ:

  • ხოჯორნის საჯარო სკოლა (სომხურენოვანი სექტორის პირველი-მესამე კლასკომპლექტის დამრიგებელი არმინე ხაჩატურიანი)
  • ფოთის N7 საჯარო სკოლა (III კლასის დამრიგებელი ნანა შენგელია)
  • გომაროს საჯარო სკოლა (IX კლასის დამრიგებელი მალხაზ ფუტკარაძე)

Izrune.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეულები გახდნენ:

  • ციხისძირის საჯარო სკოლა (II კლასის დამრიგებელი ლეილა ქათამაძე)
  • ფურტიოს საჯარო სკოლა (XII კლასის დამრიგებელი ფატი მახარაძე)
  • მათხოჯის საჯარო სკოლა (X კლასის დამრიგებელი აზა ფირცხალავა)

Etaloni.ge-ს და Izrune.ge-ს ერთობლივი რჩეული კი გახდა:

  • კალას საჯარო სკოლა (I კლასის დამრიგებელი თამარ შუბითიძე)

შეგახსენებთ, რომ კონკურს „ჩემი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ მიმდინარე წლის 22 ნოემბერს დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო კლასს ან მოსწავლეებს გადაეღოთ შემოქმედებითი ფოტო მზრუნველ დამრიგებელთან ერთად და მოკლე მინაწერთან ერთად Etaloni.ge-სთვის მოეწოდებინა.

Etaloni.ge ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს საინტერესო ჩართულობისთვის.

Etaloni.ge წარმატებებს უსურვებს თითოეულ სკოლას, დამრიგებელს, მოსწავლეს, მშობელს და მომავალშიც არაერთ საინტერესო აქტივობას გპირდებათ!

იხილეთ ასევე: izrune.ge-ს განვითარებისა და მომავალი გეგმების წარდგენა მიმდინარეობს

იხილეთ დაჯილდოების ფოტოები


კომენტარები


სკოლები
იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა
სიახლეები
etaloni.ge გთავაზობთ სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საიტი განაახლა
თუ არჩევანი არ აქვს აბიტურიენტს გაკეთებული სამწუხაროდ ვერსად ვერ ჩაირიცხება
პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას
საინტერესო
სკოლა პიროვნებას იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება