ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთის ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალხო დღესასწაულ „ჭიათურობა 2018-ს“ ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა დღესასწაულზე სპორტულ შეჯიბრში, ფეხბურთში მიიღეს მონაწილეობა და მეოთხე ადგილი დაიკავეს.
მოსწავლეები თასითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
ღვითორის საჯარო სკოლა ულოცავს მათ და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები