მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებისთვის საახალწლო ტკბილეულით მომარაგება მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან დაიწყება.
როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოში etaloni.ge-ს განუცხადეს, აღსაზრდელებს საჩუქრები საახალწლო ღონისძიებაზე გადაეცემათ.
სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელებს 15 სახეობის ტკბილეული გადაეცემათ, მათ შორის სხვადასხვა შიგთავსის შოკოლადის კამფეტები.
„ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და 60 565 აღსაზრდელისთვის განკუთვნილი საახალწლო ნობათისთვის, ბიუჯეტიდან 414 879 ლარია გამოყოფილი.
საჩუქრების შეტანა ბაღებში მათი მოთხოვნისამებრ მოხდება. საჩუქრებს აღსაზრდელებს ბაღის საახალწლო ღონისძიებაზე თოვლის ბაბუა გადასცემს“, - განაცხადეს სააგენტოში.
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“