წერეთლის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა. ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.