სიახლეები
სამასწავლებლო

რომელ საგნებს დააბრუნებდნენ სკოლებში დირექტორები? - იხილეთ გამოკითხვა
07-12-2018
-
+


სკოლებში შემდეგი სასწავლო სემესტრიდან ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება, რომელმაც ადრე არსებული „სამხედრო“ საგნის ასოციაცია გააჩინა. სწორედ ამიტომ, Etaloni.ge დაუკავშირდა დირექტორებს და ჰკითხა, თუ რომელ დავიწყებულ საგანს დააბრუნებდნენ საგაკვეთილო პროცესში და რატომ.

ქედის მუნიციპალიტეტის მერისის საჯარო სკოლა, დირექტორი გია ბარამიძე:

„თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სკოლებში დაბრუნებას  მივესალმები, ძველი საგნებიდან კი  ხაზვას შემოვიტანდი ისევ, რადგან საჭიროა.

თბილისის N119 საჯარო სკოლა, დირექტორი პაატა რაზმაძე:

თავდაცვაში თუ მოიაზრება სამხედრო თვალსაზრისით მოსწავლის განათლება, მხოლოდ მისასალმებელია. რაც შეეხება ძველ საგნებს, რელიგიას დავაბრუნებდი, რადგან კარგია, როცა მოსწავლე სხვადასხვა რელიგიაში ერკვევა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერევის საჯარო სკოლა, დირექტორი  მერაბ ასანიძე:

რელიგია და კულტურა -ამას დავაბრუნებდი. ასევე, საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია, მით უმეტეს, რომ ამ საგანს წლების წინ ვასწავლიდი და ის ბავშვების ცნობიერების ამაღლებისთვის კარგი იყო.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბოსტანის საჯარო სკოლა, დირექტორი გია ჯოხაძე:

საბაზო საფეხურზე ხაზვა ისწავლებოდა და კარგი იყო, რომ მას ბავშვები ეჩვეოდნენ. საჭირო უნარებს უვითარდება.  რელიგიის ისტორიასაც დავაბრუნებდი.

ბათუმის N15 საჯარო სკოლა, დირექტორი  ნინო მოდებაძე:

ხაზვას დავაბრუნებდი, რადგან საჭირო უნარებსა და აზროვნებას ავითარებს. ასევე,  არქიტექტურის მიმართ,  რომ  ნაკლები ინტერესია, მიზეზი ალბათ ესეცაა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის  ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა, დირექტორი მაია გაწერელია:

რელიგიას დავაბრუნებდი, რადგან ეს მხოლოდ ერთი რელიგიის სწავლებას არ გულისხმობს, არამედ სხვადასხვა რელიგიის ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიღებას და შესაბამისად,  ცნობიერების ამაღლებას.

თელავის მუნიციპალიტეტის  კონდოლის საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა სონღულაშვილი:

რელიგიის ისტორიას დავაბრუნებდი, ოღონდ აუცილებლად ისე, რომ კომპეტენტური პირი ასწავლიდეს. ასევე, ხაზვას, რადგან ძალიან ბევრი ბავშვი არქიტექტურას უკავშირებს მომავალს, თუმცა საბაზო საფეხურზე  ცოდნა არ ეძლევათ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის  არგვეთის საჯარო სკოლა, დირექტორი სალომე აბრამიშვილი:

რელიგიას,  რადგან  ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, მხოლოდ მართლმადიდებლობა არ უნდა ისწავლებოდეს, არამედ - სხვა რელიგიებიც, რომ მათ შესახებ  მოსწავლეებს ინფორმაცია ჰქონდეთ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის საჯარო სკოლა, დირექტორი ამირან დობორჯგინიძე:

ასტრონომიას დავაბრუნებდი. ამ საგანს  მე თვითონ ვასწავლიდი. ის ძალიან კარგი საბუნებისმეტყველო საგანია, რომელიც ბავშვების მსოფლმხედველობას ავითარებს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება