სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი გამარჯვების თანაბარ შანსს აძლევს ყველას“ – „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ ფინალისთვის ემზადება
07-12-2018
-
+


„ეტალონის“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა, სადაც „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაიშვილი, აბაშის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი მანანა ჯღარკავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა კვიტაიშვილმა წარმატება მიულოცა „აბაშის ეტალონ მოსწავლეს“ და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის ის პროექტი, რომლის დახმარებითაც არაერთმა მოსწავლემ დაიმკვიდრა თავი საზოგადოებაში. 

„მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ იმ სტიმულისთვის, რომელსაც მოსწავლეებს აძლევს. ეს არის ის ძალიან წარმატებული პროექტი, რომლის დახმარებითაც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ დაიმკვიდრა საზოგადოებაში თავი. ვულოცავ „აბაშის ეტალონ მოსწავლეს“ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებ ასევე წარმატებით ეასპარეზოს მას ჩემპიონატის ფინალურ ტურში“.

აბაშის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მერაბ მიგინეიშვილმა ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ჩემპიონატის გამარჯვებულს წარმატება მიულოცა.

„მერამდენე წელია რაიონულ ფინალს ვესწრები და ასეთი დაძაბული არასოდეს ვყოფილვარ. არაჩვეულებრივი ქულები დააგროვეს ბავშვებმა. თვითონ გამარჯვებული უცხო არ არის ჩვენთვის. საბა თავიდანვე გამოიკვეთა, როგორც აქტიური, წარმატებული ბავშვი.  ეტალონის ჩემპიონატები არის უდიდესი სტიმული არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის არამედ მათი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც ცდილობენ რომ შემდეგ ღონისძიებებში უფრო კარგი შედეგი დააფიქსირონ. დიდი მადლობა ამ პროექტს იმისთვის, რომ მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია შეეჯიბრნონ ერთმანეთს განათლებაში, ცოდნაში. ეს კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელია“.

აბაშის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა მანანა ჯღარკავამ ინტელექტ-ჩემპიონატი „ცოდნის ზეიმად“ შეაფასა, „აბაშის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და პროექტის ფინალურ ტურში წარმატება უსურვა მას.

ბატონი გოჩა ყოველთვის ახერხებს, რომ ეს ღონისძიება იყოს არა უბრალოდ ღონისძიება, არამედ ინტელექტის, ცოდნის ზეიმი.  ვულოცავ „აბაშის ეტალონ მოსწავლეს“ მიღწეულ წარმატებას, რომელიც არის ძალიან აქტიური , წარმატებული და გამორჩეული მოსწავლე. მე დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით იასპარეზებს ის ჩემპოიონატის ფინალურ ტურშიც. წარმატებებს ვუსურვებ საბას და თითოეულ მონაწილეს“.

მარანის საჯარო სკოლის დირექტორის ზაზა პიტავას თქმით, „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას, არა მხოლოდ სკოლა, არამედ მთელი მუნიციპალიტეტი ზეიმობს. 

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ამ არაჩვეულებრივ პროექტს, რომელიც ყველასთვის ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადებიან ამ ჩემპიონატისთვის. მახარებს ამხელა დაინტერესება მოსწავლეების მხრიდან, რომელიც ხდება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. მინდა ვთქვა , რომ აქ გაიმარჯვა არა მხოლოდ საბამ, არა მხოლოდ საბას სკოლამ, არამედ ყველამ, ყველა სკოლამ და მთლიანად მუნიციპალიტეტმა. დღევანდელი დღე იყო ცოდნის ზეიმი, მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი ახალგაზრდობა მოდის, რომლებიც თავისი ცოდნით და განათლებით შეძლებენ შექმნან ქვეყნის უკეთესი მომავალი“.

ღონისძიების ფინალი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ დედისთვის ია თავართქილაძისთვის. მან აღნიშნა, რომ საბამ წელს მესამედ მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობა და მადლობა გადაუხადა პროექტს ახალგაზრდა თაობისთვის გაწეული სამსახურისთვის.

„გული თუ არ გამისკდებოდა სიხარულით, ნამდვილად არ მეგონა. საბა ძალიან აქტიური, ძალიან დამოუკიდებელი ბიჭია. ყოველთვის ყველაფერს საკუთარი მონდომებით, საკუთარი შრომით აღწევს. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით და მინდა ამისთვის პროექტ „ეტალონს“ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“.

აბაშის ეტალონი მოსწავლე“  მარანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე საბა სამუშია გახდა. მან მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობისკენ მოუწოდა, „ეტალონზე“ საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა და მადლობა გადაუხადა პროექტს იმ შესაძლებლობებისთვის, რასაც ნებისმიერ მოსწავლეს აძლევს.

„ყველაზე დიდი რამ, რაც შეგიძლია ადამიანს მისცე, არის ის, რაც მე ეტალონმა მომცა - სტიმული. ძალიან დიდი მოტივაცია, რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტს. ჩემპიონატში წელს უკვე მესამედ მივიღე მონაწილეობა და მესამე ცდაზე ეს მონდომება დამიფასდა. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ყველა მოსწავლეს ვურჩიო, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში, სადაც საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ხარ, საიდან ხარ. რადგან ეტალონი ყველას აძლევს თანაბარ შანსს გამარჯვების. მინდა ჩემი შემთხვევა იყოს მაგალითი სხვებისთვის. არასოდეს დაყაროთ ფარ-ხმალი, გჯეროდეთ წარმატების და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს“.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება