მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ვებინარს - ინტერაქტიულ ონლაინ პრეზენტაციას მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ჩაატარებს.
ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციაზე განხილული იქნება თემა: „მდგრადი განვითარების მიზნები და აქტივობები მათი სწავლებისათვის“.
ვებინარებში მონაწილეობა შეეძლება გეოგრაფიის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. მასში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. ამასთან მონაწილეებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება.
ვებინარებზე ჩართვის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
ცენტრის ინფორმაციით, ვებინარებს გაუძღვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის გეოგრაფიის კონსულტანტი, გეოგრაფიის დოქტორი მაია ბლიაძე.
ვებინარზე განხილული იქნება მთელი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოსთვისაც, მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი „მდგრადი განვითარების მიზნები“ და ასევე აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლებისთვის ამ მიზნების უკეთ გაცნობასა და გაცნობიერებაში.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას