სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ სკოლა გამოაცოცხლა“ - ოზურგეთში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
06-12-2018
-
+


ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში 4 დეკემბერს  საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი:

საბედნიეროდ, დიდი ხანია პროექტში ჩართულები ვართ და „ეტალონთან“ ვმეგობრობთ. მითუმეტეს, რომ შარშან მონაწილეობა მივიღეთ და გამოცდილება უკვე გვქონდა.  ამან სამუშაო  გაგვიადვილა.  რაც შეეხება წლევანდელ პირველ ეტაპს, ტესტირება  ობიექტურად, სამართლიანად წარიმართა.  მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობაც მაღალი იყო.  პროცესს წარმომადგენლები ვაკვირდებოდით. მეორე ეტაპი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. გამოცდილებიდან გამომდინარე უფრო მაღალ შედეგებზეც გვაქვს ამბიცია. „ეტალონი“  ძალიან წარმატებული პროექტია, სადაც მოწაფეები ცოდნას, უნარებს ავლენენ და ობიექტურად ფასდებიან, რაც მათ მოტივაციას ზრდის.

ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მარინა ჯაფარიძე:

„ეტალონი“ მედიასივრცეში გამორჩეულია. მისი ფუნქციური დატვირთვა ახალგაზრდებისთვის  საინტერესო და მნიშვნელოვანია.  პროექტის პირველი ეტაპი წარმატებულად ჩატარდა.  მოსწავლეებისთვის ის დიდი გამოწვევაა და მათი მხრიდან  დაინტერესება აშკარა იყო. ტესტირების პროცესი ობიექტურად და მშვიდობიანად ჩატარდა. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით, სადაც  მერიიდან როგორც დამკვირვებლები ისე ჩავერთვებით. „ეტალონთან“ თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს და იმედია, რომ კიდევ დიდხანს ასე გაგრძელდება.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი მაია თავართქილაძე:

ჩვენი სკოლიდან  ტესტირებაში მონაწილეობა 34-მა მოსწავლემ მიიღო.  საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა.  შედეგებით კმაყოფილნი ვართ და მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“  ძალიან ბევრს ნიშნავს, პროექტთან დიდი ხანია ვმეგობრობთ. შარშან ჩვენი მოსწავლე ფინალშიც გავიდა. „ეტალონით“ უაღრესად კმაყოფილნი ვართ და მასთან მჭიდრო კავშირს გავაგრძელებთ.

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ფატი სიორიძე:

ტესტირებამ როგორც არცერთ წელს, ისე, განსხვავებულად და პროგრესით ჩაიარა. რაც მთავარია მოსწავლეთა აშკარა მატება და ინტერესი იყო.  პროცესზე მეთვალყურეები გვყავდა,  გასწორებაზე კი კომისიამ იმუშავა. ქულებით კმაყოფილნი ვართ.  ბუნებრივია, მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. „ეტალონზე“ კარგი პროექტი სასკოლო განათლების შემოწმებისთვის არ არსებობს.

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ჩავლეშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. აღნიშნეს, რომ ტესტები მოეწონათ. პროცესს 99 მოსწავლე დაესწრო. მოწაფეებს გამარჯვების მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის  ვემზადებით.  „ეტალონი“ სიახლეების გაცნობას ნიშნავს. ბავშვები მიხვდნენ, რომ ზოგადი განათლება და წიგნიერება საჭიროა.

ზემო ნატანების საჯარო სკოლა, დირექტორი ლაშა ბოლქვაძე:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. ეს პროექტი ბავშვებს მოტივაციას აძლევს, რომ  კარგად ისწავლონ. ასევე, დამატებით ინფორმაციას მოიძიებენ.

ზემო ნატანების საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლია დუმბაძე:

ტესტირების პროცესში 18-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეები აღნიშნულში მაღალი ინტერესით ჩაერთნენ. უმეტესობას  გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონით“ მოწაფეები საკუთარი ცოდნის მობილიზებას ახერხებენ. მათ მოტივაცია გაუჩნდათ, რომ მეტი ისწავლონ.

ასკანის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო მამალაძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეები დროში სრულად ჩაეტივნენ და აღნიშნეს, რომ პროცესით კმაყოფილები იყვნენ.  „ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან კარგია, მათ სწავლის მეტი მოტივაცია უჩნდებათ და ზოგადი განათლების მიმართ დამატებით ინტერესს ავლენენ.

ასკანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ბადრი ჯაველიძე:

ტესტირებაში მონაწილეობა 8 მოსწავლემ მიიღო.  პროცესმა ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. შედეგებით კმაყოფილები ვართ. მოსწავლეებმა  აღნიშნეს, რომ  კითხვები საინტერესო იყო.  „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის სიახლის და გამოცდილების მომტანია.

მაკვანეთის საჯარო სკოლა, დირექტორი ამირან თოიძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში, ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. ეს პროექტი ძალიან კარგია - მოსწავლეები უფრო წარმატებული და სწავლის მიმართ მოტივირებულნი ხდებიან.

მაკვანეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი რუსუდან ქორიძე:

ტესტირებამ კარგად, მაღალ დონეზე, საზეიმოდ განწყობით ჩაიარა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და პროცესში მონაწილეობა 18-მა მოსწავლემ მიიღო, აქედან  ბარიერი 4-მა გადალახა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს ეს პროექტი მოსწონთ. სკოლაც გამოცოცხლდა. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და მეტი ცოდნა მიიღონ.

გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლა, დირექტორი ციური გოგიბერიძე:

პირველმა ეტაპმა მაღალ დონეზე, ინტერესის ფონზე ჩაიარა. მოსწავლეებმა პროცესს კარგად გაართვეს თავი. შედეგებით კმაყოფილები ვართ. ვემზადებით მეორე ეტაპისთვის. „ეტალონი“ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მითუმეტეს, რომ გასულ წელს ჩვენი სკოლის მე-9 კლასელი საუკეთესო ათეულში მოხვდა, რამაც სხვებს მოტივაცია მისცა თავადაც გამხდარიყვნენ წარმატებულები.

გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლიდა ანდღულაძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად,  მშვიდ გარემოში ჩაიარა.მათ ინსტრუქცია სწორად გაიგეს და  გულისხმიერად იმუშავეს. პროცესში მონაწილეობა 15-მა მოსწავლემ მიიღო, აქედან რვამ  ბარიერი გადალახა. საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურში გადასვლის მოტივაცია აქვთ. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონი“  არის წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელიც მოსწავლეებს გაბედულებას, გამოცდილებას და მიზანდასახულობას მატებს. აღვნიშნავ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე შარშან მე-3 ადგილზე გავიდა და ამან სხვა მოწაფეებს მოტივაცია მისცა.

გომის საჯარო სკოლა, დირექტორი მელანო თოიძე:
     
ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ. „ეტალონთან“ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და  ამ პროექტს მივესალმებით.

გომის საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი ინგა კაჭარავა:

ტესტირებამ კარგად  ჩაიარა. მოსწავლეები კმაყოფილნი არიან. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, სადაც მოსწავლეები საკუთარ ცოდნას გამოავლენენ და ახალ უნარებს იძენენ.


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება