დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით აქცია „გაიფერადე გარემო“ გაიმართა
04-12-2018
დაკოპირებულია
-
+
ქედის მუნიციპალიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის დანდალოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით აქცია „გაიფერადე გარემო“ გაიმართა.
აქციის ფარგლებში სკოლის ეზოში დაირგო 40 ძირი დეკორატიული მცენარე, რომელიც სკოლამ პროექტის „ჩვენი ეზოს“ დაფინანსებით შეიძინა.
აქციაში ჩართული იყვნენ სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.