სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

უნდა გაუქმდეს თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი?! - „საჭირო არ არის, დროის კარგვაა“ 
04-12-2018
-
+


მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი, რომელიც პედაგოგთა მიერ სასწავლო წლის დაგეგმვასა და პროფესიულ განვითარებას მოიცავს, შესაძლოა სავალდებულო აღარ იყოს, - ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან ვრცელდება.

შეფასების კითხვარი მასწავლებლის მიერ წლის განმავლობაში შესასრულებელ სასწავლო და კარიერულ მიზნებს მოიცავდა, რის მიხედვითაც პედაგოგი საკუთარ პროფესიულ განვითარებას აფიქსირებდა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვარის შევსება სავალდებულო იყო, მისი შესრულება მასწავლებელს არ მოეთხოვებოდა, აღნიშნული არც კონკრეტული ქულებით ფასდებოდა და საბოლოო ჯამში, მცირე ბიუროკრატიულ ნაწილად რჩებოდა.

Etaloni.ge აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.

თბილისის N60 საჯარო სკოლა, დირექტორი  შოთა მალაზონია:

უმჯობესია რომ გაუქმდეს, რადგან მასწავლებელი კითხვარში რასაც დაწერს, თუ ვერ შეასრულებს, აზრი არ აქვს. შესაბამისად, დროის კარგვაა. თუმცა, მოტივაციისთვის კარგია, რადგან პედაგოგი აღნიშნავს იმას, რისი მიღწევაც სურს და შესაბამისად, უფრო მეტად წახალისებულია.  მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში კითხვარში შეტანილი გეგმები არ სრულდება და დირექციას მის შესასრულებლად ძალისხმევა სჭირდება ხოლმე.

თბილისის N62 საჯარო სკოლა, დირექტორი ელენე შაბურიშვილი:

თუ გამარტივდება პროფესიული სქემა, მივესალმებით. მასწავლებელი თვითშეფასებას ისედაც აკონტროლებს. თუმცა, კითხვარი არ არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის მთავარი შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ  არ გაუქმდება, პრობლემას ესეც არ ქმნის.

თბილისის N208 საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ კობახიძე:

პრაქტიკულად გამოუყენებელი დოკუმენტია, რომელსაც კი ავსებენ, მაგრამ რეალურად არ მუშაობს.  შესაბამისად,  თუ გაუქმდება, მივესალმები, რადგან მასწავლებელს ნაკლები ბიუროკრატიული პროცედურები სასწავლო პროცესში ჩართვის მეტ დროს მისცემს.  

თბილისის N31 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე ნიჟარაძე:

კითხვარი, ზოგადად, ცუდი არ არის, მაგრამ თვითშეფასება სასურველია ობიექტური იყოს. გაუქმების მიზეზი ალბათ ის არის, რომ ადეკვატური თვითშეფასება ვერ მიიღეს. აღვნიშნავ, რომ მე პირადად თვითშეფასების პრობლემა არ მქონია და არც მასწავლებლებს ჩვენ სკოლაში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის საჯარო სკოლა, დირექტორი ნათელა აბესაძე:

თვითშეფასების კითხვარი საჭირო არ არის, ზედმეტია, რადგან არაფრის მომცემია. თუ არ შეავსებს, მასწავლებელს არაფერი აკლდება. უბრალოდ. დროის კარგვაა. შესაბამისად, არაფერი არ დაშავდება თუ გაუქმდება. ისედაც შეიძლება მასწავლებელი განვითარდეს.

ფოთის N12 საჯარო სკოლა, დირექტორი  მანანა ხობელია:

პროფესიული განვითარება სწორედ თვითშეფასებიდან იწყება და თუ მასწავლებელს ეს სურს, ისედაც გააკეთებს. თუმცა, შესაძლოა კონკრეტულად კითხვარის შევსება არ სურდეს და იგივე პირადი ჩანაწერით, პორტფოლიოთი ან რეფლექსიით შეასრულოს. შესაბამისად, თვითშეფასების კითხვარი შესაძლოა სავალდებულო არ იყოს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ლიტერატურული კლუბის და საგანმანათლებლო ორგანიზაციის - „მწიგნობარის“, ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა
დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ
დღე საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აღმოჩნდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება