დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასურსათო პროდუქტების წარმოებას სწავლობენ
დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილები „სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი“ ტარდება.
პროექტი ახალციხის კოლეჯ „ოპიზართან“ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება.
გაკვეთილებზე მოსწავლეები „სურსათის ეტიკეტის კითხვას“, საკვებ პროდუქტებში E დანამატებსა და ქიმიურ შემადგენლობას სწავლობენ.
პროექტს მანანა ოკოშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო კურატორი თამარ ჩომახიძეა.
იხილეთ ფოტოები