ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გორგოძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფინალისტია
ადიგენის მუნიციპალიტეტის, ხევაშენის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი გორგოძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის FLEX-ის ფინალში გადავიდა.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა მოსწავლეს საშუალებას მისცემს ისწავლოს ამერიკულ სკოლაში და გაეცნოს ამერიკის კულტურას.
სკოლა გიორგის წარმატებას უსურვებს.