სიახლეები
სიახლეები

„ბაღებს ყველანაირი ხარჯისთვის აქვთ დაფინანსება - მასწავლებლებისთვის თანხების შეგროვება კანონდარღვევაა“
05-12-2018
-
+


წინა საახალწლო პერიოდში, თითქმის, ყველა საბავშვო ბაღი ატარებს ღონისძიებას. საახალწლო ლექსები, სიმღერები ცეკვები ზეიმის შემადგენელი ნაწილია, რაც ბავშვებისთვის განსაკუთრებულ სიხარულს უკავშირდება, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

etaloni.ge შეეცადა გაეგო რა თანხას იხდის მშობელი საახალწლო ზეიმის მოსაწყობად. როგორც ერთ-ერთი საჯარო ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის, კოსტიუმებისთვის, ოთახის მორთულობისთვის, მასწავლებლის და ძიძის საჩუქარებისთვის - მშობელს მინიმუმ 50 ლარის დადება უწევს.

„ფულის შეგროვება ოთახის მორთულობის მიზეზით იწყება და საახალწლო ზეიმის დასრულებამდე მუდმივად გრძელდება. იმისთვის, რომ ბავშვების ოთახი ბუშტებით მოირთოს თითო მშობელი 5 ლარს დებს. ამ ფულს ძიძა ან მასწავლებელი აგროვებს. მინდა გითხრათ, რომ ჯგუფში 40 ბავშვია, რაც იმას ნიშნავს, რომ 200 ლარი გროვდება და ბუშტების შეძენას ამხელა თანხა რატომ სჭირდება, ეს დღემდე ვერ გავიგე. რა თქმა უნდა, ფასიანია სურათები და ვიდეო გადაღება, რაც ნებაყოფლობითია, თუმცა, ყველა მშობელს უნდა თავისი შვილის სურათი მაინც, თუ ვიდეო არა. მოკლედ, თუ მხოლოდ სურათებით შემოიფარგლები, შენი შვილის ერთი სურათში 1,50 ლარის გადახდა მოგიწევს. ანუ 10 სურათში 15 ლარს იხდი. თუ ამ ყველაფერს ვიდეო გადაღებაც დაემატა, მაშინ დამატებით 10 ლარი უნდა დავდოთ.

აუცილებელი ატრიბუტია საჩუქარი მასწავლებლისა და ძიძისთვის, რისთვისაც 10 ლარს ვაგროვებთ. პლიუს კოსტუმის ქირის ფულიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც მინიმუმ 20 ლარი ჯდება. ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ, გამოდის ერთ მშობელს თავისი 2-3 წლის შვილის ზეიმი მინიმუმ 50 ლარი უჯდება, ზეიმის სურათების გარეშე. თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ ყველა საბავშო ბაღში ასე არ ხდება, წინა წელს სხვა ბაღში დამყავდა ბავშვი და იქ ზეიმი თავიდან ბოლომდე ბაღის ფინანსებით ტარდებოდა“, - გვითხრა ერთ-ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელმა.

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე თუ ამ კონკრეტულ შემთხვევას გავითვალისწინებთ, ერთი 40-ბავშვიანი ჯგუფის საახალწლო ზეიმი, საბოლოო ჯამში, მინიმუმ 2 000 ლარი ჯდება.

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, რათა მათგან მიგვეღო ინფორმაცია, დასაშვებია თუ არა საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა მშობლების მიერ ფულის აკრება.

„სკოლამდელი განათლება არის უფასო და ბაგა-ბაღების სერვისზე ყველანაირი გადასახდი აკრძალულია. თუ მშობელს სურს, რომ თავისი შვილისთვის განსაკუთრებული კოსტუმი შეარჩიოს, რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის. ბაგა-ბაღებში ფულის აკრება არის აკრძალული“, - აცხადებენ სააგენტოში.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებს, რათა მათი პოზიციაც დაგვეფიქსირებინა, თუმცა, უმეტესობამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, ხოლო ვინც კომენტარზე დაგვთანხმდა, მათ კატეგორიულად უარყვეს მშობლების მხრიდან საახალწლო ღონისძიებისთვის ნებისმიერი სახის ფინანსური ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ რაც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ etaloni.ge-ს ინფორმაცია მოაწოდა, სააგენტოს დირექტორმა, კახაბერ გვანცელაძემ კომენტარი გააკეთა 1tv.ge-სთან და აღნიშნა, რომ ბაღს წლიური ბიუჯეტის 3% აქვს თავისუფალი განკარგვისთვის, საახალწლო ზეიმისთვის, თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისზე კი თითოეული ბაღისთვის 1 000 ლარია გამოყოფილი. აქედან გამომდინარე, გვანცელაძის თქმით, მშობლების მიერ თანხის შეკრების აუცილებლობა არ არსებობს და მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა.

სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, თანხის ან ძვირფასი საჩუქრების მიღება მასწავლებლების მხრიდან უკანონო შემოსავლის მიღებას ნიშნავს, რაც შესაბამის სამართლებრივ სანქციებს ითვალისწინებს.

როგორც გვანცელაძე ამბობს, მშობლების მხრიდან სააგენტოსთან არასათანადო თანამშრომლობის გამო, მსგავს ფაქტებზე სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის მიმართვის შემთხვევა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში არ დაფიქსირებულა.

„ეს არის ცალსახად უკანონო შემოსავალი. მსგავსი საჩივრებით სააგენტოში არაერთხელ დაურეკავთ მშობლებს, მაგრამ, როდესაც საქმის შესწავლა დავიწყეთ, მათ აღარ ითანამშრომლეს ჩვენთან. ასე კი შედეგს ვერ მივაღწევთ და მსგავს მანკიერ პრაქტიკას ვერ აღმოვფხვრით. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ბაღს აქვს საკმარისი ბიუჯეტი ნებისმიერი სახის ხარჯისთვის, რომელსაც ბაღი საკუთარი სურვილით განკარგავს. ეს არის წლიური ბიუჯეტის 3%, რაც არ არის მცირე თანხა, რადგან ზოგიერთი ბაღის დაფინანსება მილიონს შეადგენს. მოვუწოდებ მშობლებს, ითანამშრომლონ სააგენტოსთან, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა საბოლოოდ ამოვძირკვოთ“, – განაცხადა გვანცელაძემ.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
​აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
„ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს პროცესი და გადაწყვიტეს ეს დღე ტრადიციად აქციონ“
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება