სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში „კუბიკ-რუბიკში“ ჩემპიონატი გაიმართა
04-12-2018
-
+

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეების - იესე ჯანგავაძის, ლაზარე მხეიძის და მიქაელ ტურაბელიძის თაოსნობით „კუბიკ-რუბიკში“ ჩემპიონატი გაიმართა. 

ჩემპიონატის პირველ სეზონში IV-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი „კუბიკ-რუბიკის“ სამ სახეობაში - „პირამიქსი“, „თვისტი“ და „3*3“ ჩატარდა. 

პირველი სეზონის გამარჯვებულები არიან: 

1. საბა ჯინჭველაშვილი - მე-5 კლასის მოსწავლე (დამრიგებელი ქეთევან ჯავახაძე) - 1-ლი ადგილი;

2. იესე ჯანგავაძე - მე-5 კლასის მოსწავლე (დამრიგებელი ქეთევან გოცირიძე) 1-ლი ადგილი;

3. ანა ხურციძე - მე-8 კლასის მოსწავლე (დამრიგებელი მაია როხვაძე) 1-ლი ადგილი;

4. ოთო ლაღიძე -მე-5 კლასი (დამრიგებელი მაია მორჩაძე) მე-2 ადგილი;

მოსწავლეების თქმით, თამაში აზარტული და კონკურენტუნარიანი იყო. 

ღონისძიების ბოლოს, ჩემპიონატის მონაწილე მოსწავლეებმა თანაკლასელებს და დამსწრე საზოგადოებას გულწრფელი გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლა გამარჯვებულებს გამარჯვებას ულოცავს და მადლობას უხდის ჩემპიონატის ორგანიზატორებს და სკოლის ადმინისტრატორს ანა კახიძეს საინტერესო იდეის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება