სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რატომ არის სასარგებლო ფაზლის აწყობა და რა უნარებს ავითარებს ის? - ფსიქოლოგების რეკომენდაცია მშობლებს
04-12-2018
-
+


ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვს ძირითადად ისეთი რამ ვაჩუქოთ, რაც დადებითად აისახება მის განვითარებაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები თამაშით უამრავ რამეს სწავლობენ. ხშირად იმაზე მეტსაც, ვიდრე გვგონია.

ფსიქოლოგების აზრით, სათამაშოს შერჩევისას უცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სათამაშოს ხარისხი, დანიშნულება, ბავშვის ასაკი, ასევე უნდა დავაკვირდეთ, რას ვაძლევთ ამით პატარას და მის განვითარებას რამდენად შეუწყობს ესა თუ ის სათამაშო ხელს.

პატარებისთვის გამორჩეულად კარგ საჩუქრად დღესდღეობით მიიჩნევა ე.წ. მაგიდის თამაშები და ასაწყობი სათამაშოები, ფაზლები. ისინი სახლის პირობებში ბავშვის გართობისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

ფაზლი ანუ ასაწყობი ნახატი, რომელიც  მნიშვნელოვანწილად მოქმედებს ბაშვის გონებრივ განვითარებაზე, თავსატეხი თამაშია, რომელშიც აუცილებელია ნახატის ბევრი სხვადასხვა ფორმის ფრაგმენტიდან ერთი საერთო მოზაიკის აწყობა. ამიტომ ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ საჩუქრის შერჩევისას თამამად შეგიძლიათ თქვენი არჩევანი სწორედ ამ ვარიანტზე შეაჩეროთ. 

ფსიქოლოგების აზრით, მას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ პატარებზე, არამედ უფროსებზეც. ბავშვების შემთხვევაში, ფაზლის აწყობა ხელს უწყობს გამომსახველობითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ყურადღების მობილიზებას, აღქმას - ფერების, ფორმების, ზომების და ამასთანავე, განავითარებს წვრილმან მოტორიკას.

ფაზლის არჩევისას, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის სირთულეს, გაარკვიეთ რა ასაკზეა ის გათვლილი. უმცროსი ასაკისთვის შედარებით მცირე რაოდენობის ნაწილებისგან შედგენილი და არც ისე დატვირთული ნახატი უნდა აარჩიოთ, უფროსი ასაკისთვის კი შედარებით რთული და ბევრი დეტალისგან შედგენილი ფაზლი. 



კომენტარები


სკოლები

ახალგაზრდა პოეტებს სიგელები, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ 

სკოლა პირველ ადგილზეა მუნიციპალიტეტში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებიც

მეცადინეობა თემაზე „ნახშირწყლების როლი ადამიანის ცხოვრებაში“ გაიმართა 

სიახლეები

მასწავლებლებისთვის უქმდება 1 და 4 კრედიტქულის მიღება, მათ მხოლოდ 7 ან 

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის 2019 წლის გამოცდისთვის პროგრამა 

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების


გამოცდა შესაძლოა რამდენიმე საგანში ჩააბარონ

საინტერესო

ნებისმიერ მართლმადიდებელ მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლიათ წარმოთქვან სპეციალური ლოცვები

მასწავლებლის კლასში შესვლას მოსწავლეები ყოველთვის განსაკუთრებულად ელიან

საყვარელ მასწავლებლებთან ერთად ბავშვები დედებისთვის ხელნაკეთ ნივთებსა

ბაგა-ბაღი „მზესუმზირა“ პატარებთან ერთად ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას 

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში გამორჩეულად თბილი და კომუნიკაბელური 2 წლის სამანტა

ეტალონი

დღეს „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება

ოზურგეთის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის

ინტელექტ-ჩემპიონატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.


ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებული

საზოგადოება