სიახლეები
კონკურსი

კონკურსის - „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
30-11-2018
-
+


საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მეგობრობა უკვე წლებია გრძელდება და ისინი ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებენ.

ერთ-ერთი ბოლო და წარმატებული კონკურსი, რომელიც ლიეტუვას საელჩოსა და პროექტ „ეტალონის“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა, სრულიად საქართველოს მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

კონკურსი „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ლიეტუვის ევროპული გამოცდილების პოპულარიზებას და მასზე მსჯელობის წახალისებას, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული მაგალითების მოძიების და საქართველოსთვის ამ მაგალითების გაზიარების შესაძლებლობებზე დისკუსიის წინ წამოწევას ლიეტუვის, როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითზე.

კონკურსის გამარჯვებულებისა და ჟიურის რჩეულების დაჯილდოება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა. ღონისძიებას კონკურსის წარმატებული მონაწილეები, მათი სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებს ლიეტუვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მან etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ეტალონის“ როლი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საქმეში ძალიან დიდია. მისი თქმით,  განათლება არის ის უმთავრესი მექანიზმი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნისთვის.

ეს პროექტი არის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი ლიეტუვის საელჩოსა და ძალიან ცნობილ პროექტ „ეტალონს“ შორის. რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საქმეში. კონკურსი, რომელიც ლიეტუვის საელჩოსა და „ეტალონის“ თანამშრომლობით ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, იყო ერთგვარი მცდელობა მიგვეტანა ლიეტუვის გამოცდილება საქართველოს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, რომლებიც ამ გამოცდილებას საქართველოს განსავითარებლად გამოიყენებენ“.

ლიეტუვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა პროექტის გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ლიეტუვა მომავალშიც მოძებნის პროექტ „ეტალონთან“ თანამშრომლობის გზებს და გაუზიარებს საქართველოს საკუთარ გამოცდილებას განათლების სფეროში.

იხილეთ ფოტოები

ასევე იხილეთ:

„ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ - კონკურსის შედეგები

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ერთობლივ კონკურსს აცხადებენ


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„როგორც კლასის ხელმძღვანელი ვარ ამაყი, რომ მარიამი მუსიკალურ სკოლაშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც სკოლაში. ვულოცავ ნიჭიერ გოგონას და მის პედაგოგს ამ მიღწევას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!“
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება