სიქთარვის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიქთარვის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დააჯილდოვეს.
ლეპტოპები გადაეცათ ანნა კვატაიას, საბა აბულაძეს და ანზორ ისაკაძეს.
მოსწავლეები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დასაჩუქრდნენ. მათ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.
იხილეთ ფოტოები