ვალეს N2 საჯარო სკოლაში გაკვეთილი მშობელთა აქტიური ჩართულობით გაიმართა
29-11-2018
დაკოპირებულია
-
+
ვალეს N2 საჯარო სკოლის მეორე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი მშობელთა ჩართულობით ჩატარდა.
გაკვეთილი პედაგოგმა მზია გოზალიშვილმა ჩაატარა.
გაკვეთილის მიზანი კითხვის სტრატეგიების გამოყენებით გაწაფული კითხვა იყო.
„გამოვიყენე ჯიპრაიდის წიგნი „ჭკვიანი ბოცო“ და მხიარული აქტივობები: შიდა წრე, გარე წრე, რომლებშიც მშობლებიც მონაწილეობდნენ. აქტივობა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ეკოლოგიური უნარის განვითარების მიზნით მშობლებთან ერთად მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები“ - აღნიშნა პედაგოგმა.