სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რატომ იტყუებიან ბავშვები და როგორ მოვიქცეთ, რომ ის მეტად გულახდილი იყოს ჩვენთან - რჩევები მშობლებს
19-12-2018
-
+


მშობლებსა და ბავშვებს შორის გაუცხოების პრობლემა ხშირად იჩენს ხოლმე თავს. სად არის გამოსავალი - რატომ იტყუებიან ბავშვები მშობლებთან და როგორ შევძლოთ იყოს ჩვენი შვილი მეტად გულწრფელი ჩვენთან, ამ საკითხებზე სპეციალისტების რჩევებს ქვემოთ გაეცნობით.

ტყუილის თქმა და არაგულწრფელობა ბავშვებს, მშობლებთან ურთიერთობისას, არც თუ იშვიათად ახასიათებთ. ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ე.წ. ჯანსაღი ტყუილი, რომელიც ბავშვის განვითარების ნაწილია. ბავშვები ასეთი ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან (დაახლოებით 2 წლიდან) იწყებენ და ამაში დიდ როლს ბავშვური ფანტაზია და წარმოსახვა თამაშობს. 

განსხვავებულ სურათს ვაწყდებით მოზარდობის ასაკში, როდესაც ბავშვები არა „შემთხვევით“, არამედ გამიზნულად ამბობენ უარს თქვან სიმართლე - ცდილობენ, რეალობა ტყუილებით დაფარონ, ან უბრალოდ თავი აარიდონ მათთვის არასასურველ თემებზე გულწრფელად საუბარს. 

არსებობს მეთოდები და ის გამოსავალი გზები, რომლითაც შეძლებთ ბავშვმა მეტი გულწრფელობა გამოიჩინოს თქვენთან საუბრისას. ამ გზების პოვნა კი ბავშვის ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ, რათა თავიდან აირიდოთ ბავშვის გაუცხოება თქვენს მიმართ და მინიმუმამდე დაიყვანოთ ტყუილების რაოდენობა. 

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

  • ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ უპირველესი „ფორმულა“ არის თავად იყოთ გულწრფელი ბავშვთან. გამოიჩინეთ მეგობრულობა და ეცადეთ, გახდეთ მისი თანატოლი, როდესაც ის ისეთ საკითხებზე იწყებს საუბარს, რომელზე საუბარი არც ისე მარტივია მისთვის. იქნება ეს დაშვებული შეცდომის აღიარება თუ სხვა;

  • ეცადეთ იყოთ თავშეკავებული, როცა აღმოაჩენთ რომ თქვენი შვილი ცდილობს მოგატყუოთ, არ გქონდეთ მეტისმეტად მწვავე რეაქცია და იყოთ მეტად გამგები და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომ ბავშვი ამბობდეს ტყუილს. გაითვალისწინეთ მისი ასაკი, განვითარებისა და ტყუილის გაცნობიერების დონე, დაანახეთ მას ტყუილის გარეშე პრობლემის მოგვარების გზები;

  • ფსიქოლოგების აზრით, უმნიშვნელოვანესია მშობლის როლი მაშინ, როდესაც არსებობს ბავშვის მიერ ტყუილის თქმის წინაპირობა. თუ თქვენთვის უკვე ცნობილია არსებული რეალობა, ზედმეტი შეკითხვების დასმით ნუ უბიძგებთ მას ტყუილისაკენ. უთხარით, რომ თქვენ ინფორმაცია უკვე გაქვთ და შეგიძლიათ მასთან ერთად მოძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზები; 

  • სპეციალისტების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობის წახალისება – მშობელმა მუდმივად უნდა გაუსვას ხაზი გულწრფელობის მნიშვნელობას და წაახალისოს ბავშვის მიერ სიმართლის თქმა, მაშინაც კი თუ ის არასასურველია. თუ სიმართლის თქმას მოჰყვება მშობლის მხრიდან გაბრაზება, დასჯა, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ტყუილის თქმას ამჯობინებს საკუთარი შეცდომისა თუ მარცხის გულწრფელად აღიარებას, რათა თავიდან აიცილოს მშობლის მხრიდან ნეგატიური ქმედებები.

არ დაგავიწყდეთ, ბავშვი გულახდილია მაშინ, როდესაც: 

• ის ენდობა მშობელს - იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან, მხარში ამოუდგებიან;

• არ ეშინია მათი რისხვის ან დასჯის და დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაამცირებენ, როგორც პიროვნებას. იმსჯელებენ არა მასზე, არამედ მის საქციელზე, რომელიც უნდა გამოსწორდეს;

• ბავშვი დარწმუნებულია, რომ უფროსები მის მხარეს არიან - იცის, რომ დასჯის შემთხვევაშიც დასჯა იქნება სამართლიანი, რადგან ბავშვებს სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვთ განვითარებული.

მაშ ასე, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის გზები მშობლებმა სწორედ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. 

ჩაუნერგეთ ბავშვს, რომ გულწრფელობის შემთხვევაში არ იქნებით სასტიკი და მკაცრი და  მას ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენი იმედი ქონდეს.


კომენტარები


სკოლები
ბოლნისის მერიამ მონაწილეები კონკურსის წესით შეარჩია და სრულად დაფარა მათი ხარჯები
ღონისძიების მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვა იყო
სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის  წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს
ღონისძიებაში მე-2 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ხელმძღვანელი ნარგიზ კაკაბაძე გახლავთ
სიახლეები
მისი თქმით, მიმდინარე წლის 29 ივნისს განათლების სამინისტროში ჩატარებული „ეტალონის“ ფინალის შემდეგ სამი რამ გამოიკვეთა
საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019“-ის  გათამაშებაში მონაწილეობა 15-დან 35 წლამდე ნებისმიერ მსრუველს შეუძლია
წელს წინა წელთან შედარებით მათემატიკური ნაწილი უფრო რთული იყო
საინტერესო
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება