სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ დავსაჯოთ ბავშვი - რა შეიძლება და რა არ შეიძლება?!
06-12-2018
-
+


აღზარდო ბავშვი ისე, რომ მისი დასჯა არ დაგჭირდეს - ყველა დედის ოცნებაა, მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება მხოლოდ ახსნითა და დარიგებით შემოფარგვლა. 

etaloni.ge გთავაზობთ, დასჯის რა ზომები არის აბსოლუტურად მიუღებელი და რომლის გამოყენებაა შესაძლებელი, რომ ბავშვმა ჩადენილი დანაშაული გააცნობიეროს.

ხუთი რჩევა როდის „არ შეიძლება“ ბავშვის დასჯა:


არ შეიძლება ბავშვის დასჯა, თუ მან გულწრფელად აღიარა ჩადენილი და ბოდიში მოიხადა. ასევე არ დასაჯოთ ბავშვი იმ დანაშაულისთვის, რომელიც დიდი ხნის წინ ჩაიდინა ან რის გამოც იგი უკვე დაისაჯა ან მიეტევა.

არ შეიძლება უცხო ადამიანების თანდასწრებით ბავშვის დასჯა, შეურაცხყოფა და დამცირება. თქვენ მისი შეცდომა დაგავიწყდებათ, ის კი თქვენს სიტყვებს და გაბრაზებულ სახეს დიდხანს დაიმახსოვრებს.

არ შეიძლება უმნიშვნელო დანაშაულის გამო ბავშვის მკაცრად დასჯა პროფილაქტიკის მიზნითაც კი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საკუთარი არასწორი საქციელი გაიაზროს და გამოსწორება მოინდომოს. არაპროპორციულად, მძიმე სასჯელმა, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს - ბავშვს ეწყინება, სასტიკი გახდება და არ მოინანიებს.

არ შეიძლება ერთი დასჯისთვის ახალი „სანქციების“ მოფიქრება. თუ უსაქციელობის გამო ბავშვს მულტფილმის ყურება აუკრძალეთ, არ შეიძლება მას ასევე უარი ვუთხრათ სტუმრად წასვლაზე და ძილის წინ ზღაპრის წაკითხვაზე.

არ შეიძლება შემთხვევითი საქციელის გამო დასჯა - ბავშვს მოულოდნელად ფეხი მოუცურდა, წაიქცა და ტანსაცმელი გახია, დაეჯახა და ვაზა გატეხა. ამის შემდეგ საკმარისია ბავშვს უთხრათ, როგორ ემოციებს განიცდით.

ხუთი რჩევა როდის შეიძლება ბავშვის დასჯა:


შეიძლება საყვარელი საქმიანობის (მულტფილმის ყურება, კინოში, მაღაზიაში ან სტუმრად წასვლა) აკრძალვა.

შეიძლება ბავშვის დატუქსვა დანაშაულის ჩადენისთანავე, რადგან გადადებული დასჯა აბსოლუტურად უსარგებლოა: ბავშვებს არ სჯერათ და არ ესმით, რის გამო ისჯებიან.

შეიძლება და აუცილებელია დასჯის სახით ბავშვისთვის შეცდომების გამოსასწორებლად შესაძლებლობის მიცემა - მაგალითად, გაწმინდოს დაჯღაბნილი დივანი ან კედელი ან მისცეთ დამატებითი სახლის სამუშაო.

შეიძლება ბავშვს მისცეთ დაფიქრების და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა - რაში იყო მტყუანი, რატომ არის მისი საქციელი ცუდი, როგორ მოიქცევა შემდეგ ჯერზე. არ დაგავიწყდეთ აუხსნათ ბავშვს, რა იყო ცუდი მის საქციელში, რადგან ბავშვისთვის შესაძლოა ეს გაუგებარი იყოს.

შეიძლება უთხრათ ბავშვს, რომ უკმაყოფილო ხართ არა მისით, არამედ მისი საქციელით და მიუხედავად მისი დანაშაულისა, იგი მაინც გიყვართ და იმედი გაქვთ, რომ ეს საქციელი აღარ განმეორდება.

პ.ს. თუ დასჯის გარეშე შესაძლებელია, არ დასაჯოთ ბავშვი.


კომენტარები


სკოლები
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინში - World University Rankings 2019 პირველ და მეორე ადგილებს ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები იკავებენ
„ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები“.
ვიქტორინაში I კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს
ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ
სიახლეები
რა ღონისძიებებით აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს დედაქალაქში
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მასშტაბურ ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობა 300-მა პედაგოგმა მიიღო
აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე
თბილისის ბაღებს 1- ელ ივლისამდე საკვებით ახალი კომპანია მოამარაგებს
ზოგიერთი საგანში გამოცდა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, მაგალითად უცხოური ენა, დაწყებითი საფეხური (I-IV) მათემატიკა (I-VI)
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
საზოგადოება