სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გაიცანით ძაღლის 7 ჯიში, რომელიც საუკეთესო მეგობარი იქნება თქვენი შვილისთვის
05-12-2018
-
+


ფსიქოლოგების აზრით, ძაღლი ბავშვს სიყვარულს ასწავლის, მათი ურთიერთობა კი ყოველთვის განსაკუთრებულია.

თუ გსურს, რომ ბავშვი კომუნიკაბელური იყოს და ჰქონდეს სოციალური უნარები, აჩუქეთ მას ძაღლი“- სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ძაღლთან ურთიერთობით ბავშვები ადამიანებთან ურთიერთობასაც სწავლობენ. 

ხშირად ჩნდება კითხვა, კონკრეტულად რომელი ჯიში შეიძლება ვაჩუქოთ ბავშვს, რომელიც დიდი ხანია შინაური ცხოველის ყოლას ითხოვს.  

სპეციალისტები გვთავაზობენ ძაღლების საუკეთესო ჯიშებს, რომლებსაც განსაკუთრებული ურთიერთობა შეუძლიათ ადამიანთან და შეგვიძლია თამამად ვაჩუქოთ პატარას. 

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი 



ამ ჯიშის ძაღლებს სხვებთან შედარებით, ნაკლებად უყვართ მოძრაობა, სირბილი, ხტომა და დავალებების შესრულება. სამაგიეროდ, სიწყნარესა და სიმშვიდეში დასვენება სიამოვნებთ. 

ფრანგული ბულდოგი



უყვართ თამაში და თავიანთი ლოიალური, მოსიყვარულე ბუნებით ნამდვილ კომპანიონებს წარმოადგენენ ადამიანებისათვის. ძაღლის ეს ჯიში ჭკვიანი, მტკიცე და ჯიუტი ხასიათით გამოირჩევა. 

ინგლისური კოკერ-სპანიელი 



გასაოცრად გრძნობს ადამიანის განწყობასა და სურვილებს. კოკერ-სპანიელი შესანიშნავი მეგობარი იქნება განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე ბავშვებისთვის.

კოლი



ნამდვილად „ოჯახის“ ძაღლია. ის მარტივად პოულობს პატარა ბავშვებთან საერთო ენას. ინტელექტუალური კოლი ბავშვისთვის საიმედო დამცველი და ერთგული მეგობარი გახდება.

პუდელი  



საუკეთესო გამოსავალია, მაშინ როდესაც სახლში ალერგიული ადამიანი ცხოვრობს. სასიამოვნო გარეგნობასთან ერთად, ამ ძაღლებს უყვართ თამაში, მარტივად ადაპტირდებიან გარემოსთან და აღმერთებენ ბავშვებს.

ბიგლი 



განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. ის კეთილი, გულუბრყვილო ძაღლია. უყვარს თამაში და ბავშვებთან ურთიერთობა.

ოქროსფერი რეტრივერი



ძაღლის ეს ჯიში ბავშვის ყველაზე ერთგული მეგობარი გახდება, რომელიც ბავშვს ნებისმიერ საკითხში დაუჭერს მხარს- დაისვენებს სიჩუმის საათის დროს და მისი პატარა მეპატრონის სიმშვიდეს დაიცავს, ირბენს და ითამაშებს პატარას გასართობად სეირნობისას.

კომენტარები


სკოლები
კლასის საათს მასწავლებელი მანანა ფიფია ხელმძღვანელობდა
ღონისძიებაში სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ 
სკოლაში პროექტი „სკოლა და ჩვენი უცხოელი თანატოლები“ განხორციელდა 
მესამეკლასელები ყოველ პარასკევს აუდიტორიის წინაშე საინტერესო თემებით გამოდიან
სიახლეები
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.



სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები კრედიტქულების დაგროვების ნაცვლად გამოცდას ჩააბარებენ.
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურების დეტალების შესახებ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი
დამტკიცდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულაციების წესი“
საინტერესო
ბავშვისთვის ყველაფრის აკრძალვა არ შეიძლება
მათემატიკა ცელქი საგანია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება და სიზუსტე უყვარს. 
გთავაზობთ ცნობილი პედიატრის აზრის ხველის მკურნალობასთან დაკავშირებით
თითოეული მასწავლებელი თავისებურად დასამახსოვრებელია ჩვენთვის, ზოგი სიმკაცრით, 
კვაზიმოდო და ესმერალდა კინოეკრანებს უბრუნდებიან
ეტალონი
მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას
ინტელექტ-ჩემპიონატში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
ლენტეხის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის,
ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება
საზოგადოება