სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას უნდა ველოდოთ 2019 წელს Disney-სგან?
29-12-2018
-
+


2019 წელი კინოსა და ანიმაციების მოყვარულთათავის საოცარი და აღმაფრთოვანებელი იქნება. უოლტ დისნეის სტუდია ახალი წლისთვის განსაკუთრებულ პროექტებს ამზადებს, რომლებმაც წესით ყველანაირი რეკორდი უნდა მოხსნან. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ დისნეი დავიწყებულ ანიმაციებსაც შთაბერავს სულს და „ვარსკვლავური ომების“ მესამე ტრილოგიის გადაღებასაც აპირებს. 

კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ პროექტებს, რაც მაყურებლისთვის 2018 წელს გახდა ცნობილი და გავიგებთ, თუ ზუსტად რას უნდა ველოდოთ 2019-ში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული სტუდიისგან:

1. „მეფე ლომი“ - დისნეის ანიმაციების ეკრანიზაციებს ყველასთვის საყვარელი მულტფილმიც შეუერთდა. ეკრანიზაციას ჯონ ფავრო გადაიღებს და ის 1994 წლის კლასიკური ანიმაციის შინაარსს სრულად გაიმეორებს. 



2. „გაყინული 2“ - დისნეისთვის ეს ანიმაცია ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ელზას, ანასა და ოლაფის ისტორიამ სტუდიას ორი ოსკარი მოუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, „გაყინული 2“ პირველი ნაწილის გაგრძელება იქნება და ჩვენს საყვარელ გმირებს ისევ შევხვდებით. 



3. „დამბო“ - ანიმაციის რეჟისორი ტიმ ბარტონია და ამით თითქმის ყველაფერი ნათქვამია... 1941 წლის ანიმაციის მხატვრულ კინოვერსიაში ცნობილი მსახიობები თამაშობენ, მათ შორის, კოლინ ფარელი, დენი დევიტო, ევა გრინი, მაიკლ კიტონი და სხვა. 



4. „სათამაშოების ისტორია 4“ - ვუდისა და ბაზის ისტორიის შემქმნელმა პიქსარმა მეოთხე ნაწილის გადაღება დისნეისთან ერთად გადაწყვიტა. ფილმის სიუჟეტი მესამე ნაწილიდან გრძელდება, როცა შერიფ ვუდსა და ბაზ ლაითერს სხვა სათამაშოებთან ერთად კოლეჯში წასული ენდი პატარა ბონის გადაულოცავს. 



5. „ალადინი“ - დიადი ალადინი ამჯერად კინოს სახით ბრუნდება სამყაროში. ფილმის რეჟისორი გაი რიჩია. მთავარ როლებში კი ვიხილავთ მენა მასუდს, ნაომი სკოტს, ხოლო ჯინის როლს უილ სმიტი განასახიერებს. 


კომენტარები


სკოლები
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინში - World University Rankings 2019 პირველ და მეორე ადგილებს ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები იკავებენ
„ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები“.
ვიქტორინაში I კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს
ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ
სიახლეები
რა ღონისძიებებით აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს დედაქალაქში
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მასშტაბურ ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობა 300-მა პედაგოგმა მიიღო
აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე
თბილისის ბაღებს 1- ელ ივლისამდე საკვებით ახალი კომპანია მოამარაგებს
ზოგიერთი საგანში გამოცდა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, მაგალითად უცხოური ენა, დაწყებითი საფეხური (I-IV) მათემატიკა (I-VI)
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
საზოგადოება