მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სანდიეგოს ქართველი სტუდენტების გამოგონება - აპლიკაცია, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელებმა - გიგა ვაშაკიძემ და დავით სოსელიამ შექმნეს მობილური აპლიკაცია - Persomedic.
პროექტი #EurasiaMobileChallenge-ის ერთ-ერთი ნახევარფინალისტია და ექიმებისა და პაციენტების დაახლოებას ისახავს მიზნად.
სამედიცინო აპლიკაცია გამოკითხავს მომხმარებლებს სიმპტომებს, ურჩევს მათ შესაბამისი პროფილის ექიმებს და უზრუნველყოფს არჩეულ ექიმთან შეხვედრის დაჯავშნას, ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
ქართველი სტუდენტების გამოგონებამ შესაძლოა, მსოფლიოში მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.