ილემის საჯარო სკოლაში სანიტარული დღე მოეწყო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის საჯარო სკოლაში სანიტარული დღე მოეწყო.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, შეღებეს სკოლის ღობე და სკოლის წინ, გზაზე გააკეთეს ქვეითთა გადასასვლელი.
მათ ასევე დაასუფთავეს სოფელი მეეზოვეებთან ერთად და ნარჩენები სოფლის გარეთ გაიტანეს.
იხილეთ ფოტოები