ყულევის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა
21-11-2018
დაკოპირებულია
-
+
ხობის მუნიციპალიტეტის, ყულევის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. მოსწავლეებმა შემოდგომის კუთხე მოაწყეს, შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ლექსები წაიკითხეს და მინი სპექტაკლი გაითამაშეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა წარმოადგინეს, რამდენად ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. იხილეთ ფოტოები