საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ მოაწყეს
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ მოაწყეს.აღნიშნულის ფარგლებში მოწაფეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერებიც შეასრულეს და მცირე თეატრალური დადგმაც წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მათ კლასიც შესაბამისად მორთეს.
სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიება ეფექტური და შემოქმედებითი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები