ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში ცოდნა განიმტკიცეს
20-11-2018
დაკოპირებულია
-
+
ამირან მამალაძის სახელობის ბარათაულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა ინგლისურში ცოდნა განიმტკიცეს.
„მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში მოცემული არაფორმალური იმეილის ტრანსფერი მოახდინეს რეალურ სიტუაციასთან. დავალების მიზანიც ეს იყო და ასევე, ლექსიკური მარაგის გამდიდრება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ამ დავალების შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს წინდებულების, გარეგნობისა და ხასიათის თვისებების (traits) სწავლა-გაერთიანება და გამოავლინეს ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენების უნარიც.
მოსწავლეებმა მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა, რომლითაც საზოგადოებას მოუწოდეს გარემოს დაცვისკენ, ამას გარდა სკოლის ეზოში დარგეს ნერგები და დათესეს ყვავილები