ახმეტის N2 საჯარო სკოლამ ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციას უმასპინძლა
20-11-2018
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის N2 საჯარო სკოლამ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტ მანანა შეყილაძეს და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრს, სურამის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს ჯაბა ლაბაძეს უმასპინძლა. ღონისძიებას ორგანიზება ახმეტის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა დალი გამხვეტელაშვილმა გაუწია.
მანანა შეყილაძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების ისტორიის მასწავლებლებს სასწავლო ელექტრონული რესურსების პრეზენტაცია წარუდგინა. ჯაბა ლაბაძემ კი მოსწავლეებთან „ვიკიპედიის გაკვეთილი“ ჩაატარა, მასწავლებლებს კი საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე ესაუბრა. იხილეთ ფოტოები