სიახლეები
სიახლეები

ზრუნვისა და წარმატების ფორმულას Izrune.ge-ზე უკვე თბილისის N132 საჯარო სკოლა ამოხსნის
19-11-2018
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლაში ლიდერი დირექტორის, თამარ მაჭარაშვილის ინიციატივით, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. 

წარმატებულ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და აქტიურ მშობლებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო და იზრუნეს ტესტები მათთან ერთად პირდაპირ რეჟიმში გაიარა.

აუდიტორია Izrune.ge-ს სახალისო, შემეცნებითი, მამოტივირებელი და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით მოხიბლული დარჩა. მშობლებმა საიტში შვილებისა და მათი მეგობრების ჩართვაზე ზრუნვა შეხვედრაზევე დაიწყეს.

„მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობით, Izrune.ge-ზე კლასების სრული ჩართვითა და მოსწავლეთა მაღალი შედეგებით „მეგობრული კლასი“ ჯერ „სუპერ კლასად“ შემდეგ კი „მომავლის კლასად“ ჩამოყალიბდება, რაც ქვეყნის ბედნიერ მომავალს შექმნის“ - დასძინა სკოლის დირექტორმა.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ს. ქვაცბაია), უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად, საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება