განათლების სამინისტრო სკოლებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
16-11-2018
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სამინისტრო, კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ", - ნათქვამია განცხადებაში.