სიახლეები
სკოლები, ინტერვიუ

რუსკა ქარქაშაძე: „სკოლაში მედლის აღების შანსი მაქვს და ვცდილობ, სწავლას არ ჩამოვრჩე“
16-11-2018
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე რუსკა ქარქაშაძე, რომელიც საზოგადოებამ სერიალით „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს

როგორც რუსკა Etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებს სკოლაში სიარულს. მისი თქმით, შანსი აქვს სკოლა წარჩინებით დაამთავროს და მედალიც მოიპოვოს. მსახიობობა სურს და ფიქრობს, რომ პროექტში მონაწილეობა ამ კუთხით მეტ გამოცდილებას შესძენს.

- როგორ ახერხებთ სწავლასთან ერთად პროექტში მონაწილეობას?

- ძალიან რთულია ამ ორი რაღაცის შეთავსება, იმიტომ რომ ცეკვის სასწავლად სულ 4 დღე გვაქვს. მაქსიმალურად უნდა იყო დარბაზში, რომ კარგი შედეგი დადო. თან სწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ვცდილობ, ვიარო სკოლაში, რომ სწავლასაც არ ჩამოვრჩე. რთულია მაგრამ, სხვა გზა არ არის. მაქვს მედლის აღების შანსი და ამიტომაც ვცდილობ, არ ჩამოვრჩე.

სკოლაში ძალიან უხარიათ და მეც ძალიან მიხარია, რომ  მგულშემატკივრობენ. მშვენიერი  განწყობა აქვთ, უხარიათ ჩემი წარმატება და აქტიურად არიან ჩართული ჩემს ამბებში.

- კონკურსში ყველაზე პატარა მონაწილე თქვენ ხართ... რას ელოდებით კონკურსისგან? ასაკიდან გამომდინარე რამდენად გაქვთ შანსი გამარჯვების?

- ვფიქრობ, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს როგორ დაგიჭერს მაყურებელი მხარს, რამდენად შენს გვერდით იქნება. მეორე საკითხია რამდენ შრომას ჩადებ. ვთვლი, რომ ყველა მონაწილე არის იმისთვის, რომ რაღაც შედეგი დადოს. ჩემი მიზანია, რომ გავიმარჯვო. თავს ვერ დადებ გამარჯვებაზე. არც ვამბობ, რომ გავიმარჯვებ. უბრალოდ ვამბობ, რომ თუ ხალხი დამიდგება გვერდით, ძალიან დიდი შანსია, რომ გავიმარჯვო. ვაკეთებ მაქსიმალურს. ტურიდან ტურამდე კონკურენცია იზრდება, ამიტომ გვჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა. მათ გარეშე არ გამოვა არაფერი, რაც არ უნდა ვიცეკოთ და ვიშრომოთ.

- რა შეცვალა კონკურსმა თქვენს ცხოვრებაში და თვლით თუ არა, რომ პროექტში მონაწილეობა სამომავლოდ დაგეხმარებათ?

- რომ დამირეკეს და შემომთავაზეს პროექტში მონაწილეობა, არც დავფიქრებულვარ, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ რაღაც ახალ გამოცდილებას შევიძენდი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დამეხმარება ჩემი პროფესიის განვითარებაში - პირდაპირ ეთერს ვეჩვევი. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც მქონდა გამოცდილება ეკრანთან მუშაობის, მაინც ამხელა დოზით არა - 4 დღეში სწავლობ ცეკვას, ყოველ ორშაბათს გიყურებს უამრავი ადამიანი, ეჩვევი ხალხთან და კამერასთან მუშაობას. ეს კი სამომავლოდ  აუცილებლად გამომადგება - ცეკვებს ვსწავლობ, ინფორმაციას ვიღებ, ამ ასაკში მთავარია მეტი ინფორმაცია მივიღო. პლიუს ვვარჯიშობ, რაც ჯანსაღ ცხოვრებაში მეხმარება.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება