მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მენეჯმენტის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებთან და იუნკერებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეკონომიკა და უსაფრთხოება მომავალი ოფიცრებისთვის.“
შეხვედრის ორგანიზატორი „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის, სამხრეთ კავკასიის ოფისი იყო.
სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ უმასპინძლა.
აღნიშნულ ტრენინგზე ისაუბრეს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის - ეკონომიკური თავისუფლების როლზე ქვეყნის თავდაცვაში, საგადასახადო პოლიტიკაზე, ასევე განიხილეს რა გვიჯდება სამოქალაქო ბიუროკრატია და რა აკლდება თავდაცვას.
მსგავსი სახის ტრენინგ-სემინარები აღნიშნული საკითხების შესახებ აკადემიის იუნკერების ცნობიერების ასამაღლებლადაა მნიშვნელოვანი.
იხილეთ ფოტოები: