ბათუმის N26 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
ბათუმის N26 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრის „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დაწყებითი საფეხურის კლასებს შორის მეოთხე კლასმა გაიმარჯვა, ხოლო საბაზო საფეხურიდან კი გამარჯვება მოიპოვეს მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები