სიახლეები
წიგნები

ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის
01-12-2017
-
+


წიგნის ავტორის ზინა გაბიჩვაძის თქმით, ''ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის'' - გრამატიკის კურსის ადვილად ათვისებაში საკმაოდ დიდ დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ პირს ან, უბრალოდ, მკითხველს:

''მუდმივად გვესმის, რომ ქართული ენის გრამატიკა რთულია, ბავშვები (და არა მარტო ისინი) ამ საგანს ან არ, ან ვერ სწავლობენ. 

ამის გამო მშობლები, მასწავლებლები (მაყურებელი, მკითხველი) წუწუნებენ, ქართული არ იციანო.

იქმნება უამრავი სახელმძღვანელო - კარგი, საუკეთესო, მაგრამ შედეგი თითქოს არ გვაქვს. დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, როგორ შემეყვარებინა მკითხველისათვის გრამატიკა ან, უბრალოდ, მორფოლოგია-სინტაქსით დამეინტერესებინა. 

გადავწყვიტე, მარტივი, საინტერესო (ჩემი აზრით), ყველასათვის გასაგები ენით შეგიძღვეთ და, შეძლებისდაგვარად, გაგატაროთ ქართული ენის გრამატიკის რთულ ლაბირინთში. იმედი მაქვს, ელემენტარულ ცოდნას მიიღებთ, დაინტერესდებით მაინც. 

ამ წიგნით მე არც „ ველოსიპედი აღმომიჩენია “ და არც ნოვატორობის პრეტენზია მაქვს. 

ვფიქრობ, წიგნის ასეთი სათაურიც არ გაგაღიზიანებთ. უბრალოდ, ვისაც არ სჭირდება ან ეზარება ამა თუ იმ საგნის სიღრმისეულად შესწავლა და სწრაფად და ადვილად სურს მინიმალური ინფორმაციის მიღება, ურჩევნია, ელემენტარული, მისთვის (როგორც არასპეციალისტისთვის) მარტივი და გასაგები ენით შეისწავლოს ის, რაც საჭიროების შემთხვევაში გამოადგება! 
ქართულ ენაზე მსგავსი ფორმატის წიგნი ჯერ არ შედგენილა, ამიტომ, ბუნებრივია, ის დაზღვეული არ იქნება შეცდომებისგან. 

რამ გადამაწყვეტინა ასეთი ფორმატის წიგნის შედგენა? - ინტერნეტსივრცემ.
 
ბლოგზე პერიოდულად ვაქვეყნებ პოსტებს ქართული ენის შესახებ მარტივი ენით და მოკლედ. დაინტერესება და გამოხმაურება საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს მასალა წიგნის ფორმატში წარმომედგინა. 

წიგნი დაყოფილია რამდენიმე კარად, თითოეულ მათგანში მოკლედ არის გადმოცემული ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, პუნქტუაციის, სტილისტიკის საკითხები.''

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება