სიახლეები
საინტერესო

როგორ ტარდება მშობელთა კრება სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში
27-10-2019
-
+


პედაგოგების მშობლებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მშობელთა კრებაა. საინტერესოა თუ როგორ ტარდება მშობელთა კრება სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში.

etaloni.ge გთავაზობთ, თუ რაზე საუბრობენ და რა თემებს ერიდებიან მშობელთა კრებაზე გერმანიაში, ესპანეთში, კანადაში, ნიდერლანდებსა და ისრაელში. 

კანადა

კანადაში კლასის მშობლების ტიპური კრება არ ტარდება. არსებობს მხოლოდ შეხვედრის ორი ფორმატი: სკოლის მშობელთა საერთო კრება და ინდივიდუალური შეხვედრა პედაგოგთან.

საერთო სასკოლო კრება ჩვეულებრივ წელიწადში ერთი-ორჯერ ტარდება. მას სკოლის დირექტორი, დამრიგებლები და სკოლის პედაგოგი ესწრებიან. კრებაზე ოლიმპიადებზე, სპორტულ შეჯიბრებებსა და ა.შ წარმატების უპირატესობას განიხილავენ და საგანმანათლებლო პროცესში არსებულ სიახლეებზე საუბრობენ.

ხანდახან, გამოყოფენ ბავშვებს, რომელთაც გარკვეული მიღწევები აქვთ. ამასთან, მშობლებს სიტყვით გამოსვლის და კითხვების დასმის საშუალება ეძლევათ. 

ინდივიდუალური შეხვედრების შესახებ კი ცალკე უთანხმდებიან. ჩვეულებრივ პედაგოგები მშობლებს ექვს თვეში ერთხელ ხვდებიან - მშობლები თითოეულ პედაგოგს 15-20 წუთი ესაუბრებიან. თუ რაიმე სერიოზული პრობლემებია, ასეთ შეხვედრას შესაძლოა, ბავშვიც დაესწროს.

გავრცელებულია ელექტრონული ფოსტით ურთიერთობის ფორმა. წერილებში მასწავლებლები მშობლებს სკოლის კრების თარიღს, სიახლეებს და ბავშვის წარმატებას ატყობინებენ. 

სკოლის პრობლემებს და კეთილმოწყობას მშობლებთან არ განიხილავენ. ასევე არანაირი საჭიროებისთვის ფული არ გროვდება. მხოლოდ წლის დასაწყისში მშობელს სკოლისთვის ფულის შეწირვის თხოვნით წერილი მისდის, მაგრამ ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობითია.

ისრაელი

ყველა შეხვედრა ინდივიდუალურად ტარდება - ორ-სამჯერ წელიწადში. დამატებით იმ შემთხვევაში ინიშნება თუ ბავშვს პრობლემები აქვს და ცუდი ყოფაქცევით და ნიშნებით გამოირჩევა. სკოლის კრებები ან კლასის კრება საერთოდ არ იმართება. 

შეხვედრაზე ჩვეულებრივ დედები დადიან. შეხვედრა ორ საათზე მეტი არ გრძელდება: მშობელი 10-15 წუთით ხვდება თითოეულ მასწავლებელს და კლასის ხელმძღვანელს.

განიხილავენ მოსწავლეთა ყოფაქცევას, ნიშნებს. შეიძლება, ასევე ისაუბრონ მოსწავლის თანაკლასელებთან დამოკიდებულების შესახებ ან აღნიშნონ, რომ მოსწავლე თამბაქოს ეწევა.

კრება კი შესაძლოა მოეწყოს მოსწავლეებისთვის. ყველა საკითხს, რაც სკოლის პროგრამას და გამოცდებს ეხება, პედაგოგები მათთან ერთად განიხილავენ.

ფულს ერთხელ - სასწავლო წლის დასაწყისში აგროვებენ. ეს არის სახსრები ექსკურსიისთვის, ღონისძიებებისა და სხვადასხვა საორგანიზაციო აქტივობებისთვის.

ესპანეთი

ესპანეთში კრებებზე ყოველთვის ბევრი მშობელია. ჩვეულებრივ დედა და მამა ერთად მიდის, იმ შემთხვევაშიც კი თუ განქორწინებული არიან.

შეხვედრა 30-40 წუთი გრძელდება და ყოველთვის სამუშაო დღეს გაკვეთილების შემდეგ ტარდება. კრებაზე ბავშვების აქტიურობის, სწავლის და სხვადასხვაგვარი შესაძლებლობების შესახებ ყვებიან, საუბრობენ დამატებით საქმიანობებზე, კურსებზე, სემინარებსა და სპორტულ სექციებზე.

ატმოსფერო კრებებზე არაფორმალურია. თუ რომელიმე მშობელი კრებაზე არ მივა, არავინ გაკიცხავს. არ ხდება არანაირი ზეწოლა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. იმ მშობლებისთვის კი რომლებსაც სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდათ, მშობლების კლუბი არსებობს. კლუბის წევრი მშობლები უმნიშვნელო საწევროს იხდიან, სამაგიეროდ კი ბავშვებს სადილზე ფასდაკლებები აქვთ.

გერმანია

კრება წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. სამუშაო დღეს - 20:00-დან 23:00 საათამდე. ყველა კლასიდან მშობლებს აგროვებენ. ხანდახან კრებას სკოლის მოსწავლეთა კომიტეტის წევრი ბავშვებიც ესწრებიან, რომლებიც ბავშვების უფლებების დაცვას ცდილობენ.

კრებაზე კლასგარეშე ღონისძიებებს, ექსკურსიებს, სკოლის პროგრამასა და სახელმძღვანელოებს განიხილავენ. არავითარ შემთხვევაში არ საუბრობენ პერსონალურად რომელიმე მოსწავლის შესახებ. თუ ამის აუცილებლობაა, მასწავლებელი მშობლებს მარტო იბარებს.

მშობლები გერმანიაში ინიციატორები არიან - ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს მასწავლებლების მიმართ და ასევე სხვადასხვა ღონისძიებების და აქტივობების ჩატარების ინიციატივით გამოდიან.

თავად აგვარებენ საორგანიზაციო საკითხებს. მშობელთა კრების შემდეგ კი ხშირად კაფეში მიდიან, რადგან ოჯახებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება მიღებულია.

სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები სკოლის რემონტის ან მოსწავლეთა გარეგნული იერსახის საკითხს არასდროს ეხებიან.

ნიდერლანდები

დაწყებით სკოლაში, სადაც 4-დან 12-წლამდე ბავშვები სწავლობენ, ჯგუფური კრებები არ ტარდება. თუ მასწავლებლებს მშობლებთან კითხვები აქვთ - მათ სკოლაში იბარებენ. თუ მშობლებს -  თავად ითხოვენ შეხვედრას.

საშუალო სკოლაში კრებას ერთხელ - წლის დასაწყისში ატარებენ. ეს წმინდა საინფორმაციო შეხვედრაა. კრებას ესწრებიან მშობლები და კლასის ხელმძღვანელი. წახალისებულია მოსწავლეების დასწრებაც, რადგან კრებაზე მათგან დამალულს არაფერს განიხილავენ.

სამი ან ექვსი თვის შემდეგ ინდივიდუალურ შეხვედრები ეწყობა. ეს მოკლე 10-10 წუთიანი საუბრებია სამ ან ოთხ მასწავლებელთან. ხშირად მას ბავშვებიც ესწრებიან.

მე-10-მე-11 კლასებში ადმინისტრაცია მომავალი კურსდამთავრებულების მშობლებისთვის დიდ კრებას აწყობს. თავყრილობა ცოტა ხანი გრძელდება,  ყველაფრის შესახებ მოკლედ საუბრობენ. შემდეგ კი კლასებში ბრუნდებიან, სადაც კლასის ხელმძღვანელები უკვე დეტალურად საუბრობენ ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

კრებებს დედების და მამების თანაბარი რაოდენობა ესწრება, უმეტესობა წყვილად მოდის. მოსწავლის ცუდ მოსწრებაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს და ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მშობელს და მოსწავლეს ეკისრება. თუ წლის ბოლოს ბავშვს ცუდი ნიშნები ჰყავს მშობელი წერილს იღებს, რომ მას ერთი წლით კლასში ტოვებენ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს
ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლის, ანზორ იაშვილის ლექსი - „ახალი წელი სოფელში“
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება