სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა
წალკის სამების საჯარო სკოლაში V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა. ღირსეული მატჩის შედეგად V-VIII კლასებს შორის გამარჯვება VI კლასის მოსწავლეებმა, IX-XII კლასებს შორის კი XII კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მოიცავდა.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი აქტივობები გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები