ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ
14-11-2018
დაკოპირებულია
-
+
ლეღვანის საჯარო სკოლის VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები პროექტ „ეტალონის“ პირველ ეტაპში აქტიურად ჩაერთნენ. მათმა დიდმა ნაწილმა 50-ქულიანი ბარიერი გადალახა, რისთვისაც შესაბამისი სერთიფიკატებით დაჯილდოვდა.
სკოლის დირექცია „ეტალონის“ ორგანიზატორებს მადლობას უხდის კარგი პროექტის შექმნისთვის.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.