ჭიკაანის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების 181-ე წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება გამართეს
14-11-2018
დაკოპირებულია
-
+
ჭიკაანის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების 181-ე წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება - „დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან“ გამართეს. ღონისძიებაში VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღიტერატურულ ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარადი ვეფხვიაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და მწერლის აზრები და გამონათქვამები წაიკითხეს. იხილეთ ფოტოები