ჟებოტის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა გააცილეს
ჟებოტის საჯარო სკოლაში სახალისო ღონისძიება ჩატარდა.
დაწყებითი (I-IV) კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა გააცილეს.
მოსწავლეებმა სკოლაში სოფლის ნობათი მოიტანეს, მოამზადეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
„ზეიმმა საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. ძალიან იხალისეს პატარებმა და სტუმრებმა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები