სიახლეები
ეტალონი

„ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - „ეტალონის“ ფინალზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საბაზო სკოლის მოსწავლე წარადგენს
12-11-2018
-
+


„ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, პროექტის ფინალურ ტურში წარადგენს.

ეტალონის მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი ჩოხატაურის თეატრში მუნიციპალიტეტის გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა.

ღონისძიებას პარლამენტის წევრი თემურ ჭკუასელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილეები მინდია ჟღერია და თამაზ ჯინჭარაძე, ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.  

პარლამენტის წევრმა თემურ ჭკუასელმა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატს დღესასწაული უწოდა და გამარჯვებულს მიღწეული წარმატება მიულოცა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, ეს არის ნამდვილი დღესასწაული. მთელი გუნდი უბრწყინვალეს საქმეს აკეთებთ. ეს წმინდა ქართული, ეროვნული პროექტია, რომლის მიმართაც ძალიან დიდია ახალგაზრდების დაინტერესება. რადგან მათ იციან, რომ აქ წარმატება განათლებაზე და ცოდნაზეა დამოკიდებული. მადლობა ჩოხატაურელ ბავშვებს და მათ მასწავლებლებს, რომლებიც ასე ემზადებიან საგანმანათლებლო ინტელექტ-ჩემპიონატებისთვის. მე ვულოცავ ჩოხატაურის „ეტალონ მოსწავლეს“ ამ ტიტულის მოპოვებას და წინსვლას ვუსურვებ მას...“ 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა მისი მეგობრული დამოკიდებულება როგორც „ეტალონის“ ასევე მისი ავტორის მიმართ და „ჩოხატაურის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატება მიულოცა.

„მე დიდი ხანია ამ პროექტის მეგობარი ვარ. ბატონ გოჩა ნამდვილად არის „ხორცშესხმული იდეა“, რომელმაც, მიუხედავად „ეტალონის“ ტელე-სივრციდან გამოსვლისა, შეძლო და პროექტი გახდა მეტად პოპულარული, ძლიერი და განვითარებული. საოცარია დღევანდელი ემოციები. როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი, როდესაც ამდენი ბავშვის ბედნიერ სახეს ხედავ?! მადლობა ამისთვის პროექტ „ეტალონს“, რომელშიც ჩვენი მუნიციპალიტეტი ტრადიციულად ძალიან აქტიურად მონაწილეობს და ყოველთვის არის წარმატებულთა შორის. მინდა დღევანდელი გამარჯვება მივულოცო ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ და ფინალშიც წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო მას...“

ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა შორენა სიხარულიძემ ბავშვების მონდომებასა და მოტივაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელს ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის სკოლებისა და მოსწავლეების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო ჩართული.

„ემოციები, მართლაც, ძალიან დიდია. წელს ჩემპიონატში ჩვენი სკოლების უპრეცენდენტოდ დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. დღევანდელი დღე კიდევ უფრო სასიხარულოა რამდენიმე მიზეზით. პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მაღალმთიანი სკოლის მოსწავლე. ხოლო გამარჯვებული საბაზო სკოლის მოსწავლეა. მთელი ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ საბაზო სკოლის მოსწავლე ფინალში მოხვედრილიყო. ამდენად ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. 

ბავშვების მოტივაცია ძალიან დიდია. სკოლებში არსებობს კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულად ამ ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. ჩვენ სხვა ინტელექტ-ჩემპიონატებიც გვაქვს, რომლებიც პერიოდულად ტარდება სკოლებში, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩართულობა და ინტერესი როგორც არის ეტალონის მიმართ არცერთ სხვა პროექტში ასე არ არის“ 

„ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე" შუაფარცხმის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი სიხარულიძე გახდა, რომელმაც ინტელექტ- ჩემპიონატში წელს უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა.

„ძალიან გახარებული ვარ. წელს მეორედ მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა და ძალიან მიხარია, რომ წელს წარმატებას მივაღწიე. არ არსებობს რაიმე კონკრეტული ფორმულა, რომლითაც გამარჯვებული შეგიძლია გახდე. ეს ალბათ მხოლოდ ყოველდღიური მეცადინეობით არის შესაძლებელი. ჩვენი სკოლის დირექტორმა ძალიან ბევრი წიგნები მოგვცა რომ ამ დღისთვის კარგად მომზადებული ვყოფილიყავით. ვმეცადინეობდით ძალიან ბევრს და ამ მცდელობამ ნამდვილად გაამართლა" 

ემოციური იყო ჩოხატაურში გამართული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალი შუაფარცხმის საჯარო სკოლის პედაგოგისთვის. სალომე დოლიძე „ეტალონი მოსწავლის“ კლასის დამრიგებელია, რომელმაც etaloni.ge - სთან ბავშვების მოტივაციაზე ისაუბრა, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ ჩემპიონატისთვის.

„ძალიან ბედნიერი ვარ. გიორგი ძალიან გონიერი ბიჭია და მიხარია რომ მას ის შრომა დაუფასდა, რაც ჩემპიონატამდე გასწია. არამხოლოდ გიორგი, არამედ მთელი კლასი და ალბათ მთელი სკოლა განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ ამ ჩემპიონატისთვის. ჩვენც ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ და ხელი შევუწყოთ წარმატების მიღწევაში. დამატებითი ტესტებითა და სხვადასხვა სავარჯიშოებით. ბავშვები ძალიან მოტივირებულები არიან. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტ „ეტალონს“, ამ იდეის ავტორებს და მთლიან შემოქმედებით გუნდს"

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადებას - ყველა დეტალი
სააღმდგომოდ საბავშო ბაღებში ფულადი ჯილდო შესაძლოა წელსაც გაიცეს - განმარტება 
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
გურამ მარკოიძე პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული
ჩატარდა კონკურსები : კალიგრაფიის, კითხვის - „ვინ არის კარგი მკითხველი“, „საუკეთესო დეკლამატორი“
კალიგრაფთა კონკურსში თავი ისახელეს მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან ურუშაძემ და მე-8 კლასელმა - ნია სირაძემ
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება