სიახლეები
ინტერვიუ

თიკა ფაცაციამ უმცროს შვილებთან აღზრდის ტაქტიკა შეცვალა
10-11-2018
-
+


ქართველი მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სამი ბიჭის დედაა. უფროს შვილსა და შუათანას შორის სხვაობა 11 წელია. როგორ თიკა Etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ უფროს შვილთან ბევრად მკაცრი დედა იყო, ვიდრე პატარებთან, რადგან ეშინოდა, დედისერთა ვაჟი თავნება არ გაზრდილიყო. ამის გამო, ახლა უფროსი ვაჟისგან საყვედურებს იღებს და უკვე იცის, რა არის მთავარი ბავშვის აღზრდაში.

- თიკა, სამი ვაჟის დედა ხართ. როგორია აღზრდის თქვენებური მეთოდი, რომლითაც შვილებთან ურთიერთობაში ხელმძღვანელობთ?

- აღზრდის მეთოდები და კოდექსები გაწერილი არ მაქვს. მივყვები საჭიროებების მიხედვით და იმ მომენტის ემოციით ვწყვეტ, როგორ მოვიქცე. მეგობრულ ურთიერთობას ვანიჭებ უპირატესობას და შეთანხმებით ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს – შენ გააკეთე, მერე მე გავაკეთებ; მე გავაკეთებ და მერე შენ გააკეთე და ა. შ. როგორც უფროსები ალაგებენ და ინაწილებენ რაღაცებს ერთმანეთში, ასე ვართ ჩვენც.  ვცდილობ, როგორც უფროსებს, ისე ვესაუბრო. უფროსი შვილი 18 წლისაა, უმცროსები – 7 და 4 წლის. 

- განსხვავდება მათ მიმართ თქვენი მიდგომა? 

- დიახ, განსხვავდება. უფროსთან ბევრად უფრო მკაცრი ვიყავი და ახლა ბევრად უფრო ლმობიერი ვარ. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი. ადრე მიმაჩნდა, რომ მომთხოვნი, მკაცრი და შეუვალი უნდა ვყოფილიყავი. ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ რადგან დედისერთა იყო, თუ მკაცრი არ ვიქნებოდი, თავნება გაიზრდებოდა. ახლა შევცვალე ეს მიდგომა. თან, პატარები უფრო სხვანაირები არიან. ათწლეულის განმავლობაში ბავშვების ხასიათი და მსოფლმხედველობა იცვლება და ჩვენც რაღაც უნდა შევცვალოთ.

- მკაცრმა მიდგომამ გაამართლა?

- შემიძლია ვთქვა, რომ გაამართლა, კარგი ბიჭია. რაღაც თვალსაზრისით, ალბათ ზედმეტიც მომივიდა. 


- საყვედურიც ხომ არ მიიღეთ უფროსი ვაჟისგან – ჩემს ძმებს უფრო ლმობიერად ექცევი, ვიდრე მეო?

- კი, საყვედურები მრავლად არის ამის გამო... ცოტას ვნანობ კიდეც – არ იყო ამდენი სიმკაცრე საჭირო. ალბათ ეს უფრო გარემოს შექმნა იყო ჩემი მხრიდან, ვიდრე სიმკაცრე. გარემოს ვუქმნიდი, რომ, მაგალითად, დამჯდარიყო და ემეცადინა. სიმკაცრეს ჯობია, ბავშვს ასწავლო, რა ევალება და რას ელი მისგან. 

- ამბობთ, ათწლეული ბავშვების მსოფლმხედველობასაც  ცვლის და რომ თქვენი უფროსისა და უმცროსი შვილების ხასიათები განსხვავდება. რას გულისხმობთ?

- უმცროსებმა უფრო კარგად იციან, რა უნდათ ცხოვრებაში. გააზრებულად ირჩევენ სხვადასხვა მიმართულებებს და ჩემი ჩარევა მინიმალურია მათ შემთხვევაში. თუმცა იცით, რატომ მგონია ასე? შეიძლება მე უფრო მეტად ვუსმენ მათ, ვიდრე უფროსს ვუსმენდი. მაინტერესებს მათი აზრი და პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებებს. 4 წლის ბავშვმა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ, ვცდილობ, დავეთანხმო და მან გააკეთოს არჩევანი. არჩევანის უფლებას რომ აძლევ, ვფიქრობ, ეს კარგია. ყველა დედას ვურჩევ, მოუსმინონ საკუთარ შვილებს, მისცენ მათ თავისუფლება, კონკრეტული საკითხების გადაჭრაში  და მერე მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება