სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

შური, დაზიანების სურვილი, მესაკუთრეობა - როგორ ვებრძოლოთ ბავშვის მავნე ზნეს?!
09-11-2018
-
+


მშობლისთვის, ალბათ, განსაკუთრებით რთულია შვილის უარყოფითი მხარე დაინახოს, თუმცა ფაქტია, ბავშვებიც შეიძლება მავნე ჩვევებს ფლობდნენ. მცირე ასაკში ეს, ბუნებრივია, მსუბუქად და თითქმის შეუმჩნევლად გამოიხატება, თუმცა თუ სწორედ მოზარდობის პერიოდში არ მიექცა ამ თვისებებს ყურადღება, ზრდასრულ ასაკში განსაკუთრებით რთულად დასაძლევი იქნება. Etaloni.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგ ქეთი მესხიშვილს ესაუბრა.

- როგორ აღმოვაჩინოთ ბავშვის მავნე მიდრეკილებები და ზნე? როგორც წესი, მშობლებს უჭირთ საკუთარ, მით უმეტეს მცირეწლოვანი შვილის უარყოფითი მხარე დაინახონ. თუმცა ალბათ ცუდი ჩვევების გამოსწორებაზე ზრუნვა ადრევე სჯობს. რას ურჩევდით მშობლებს, რას მიაქციონ ყურადღება?

- იქიდან გამომდინარე, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, ალბათ ის, რასაც მშობლებმა ყურადღება უნდა მოაქციონ, მათი და შვილების კომუნიკაციაა, ასევე ის, თუ როგორი ურთიერთობები აქვთ ბავშვებს სხვა თანატოლებთან და როგორ ადაპტირდებიან იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც ყოფნა უწევთ. ზოგჯერ, მშობელს რაღაც კონკრეტული ქცევა ბავშვში პრობლემად მიაჩნია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ თავად მშობელს აქვს არასწორი დამოკიდებულება და არა - ბავშვს. თუ მშობლები და ზრდასრულები ამჩნევენ, რომ ბავშვს გარშემომყოფებთან კონფლიქტები ხშირად აქვს, მათ შორის თავად მშობლებთანაც, ყურადღება უნდა მოაქციონ. არგუმენტი, რომ „გაიზრდება და შეიცვლება“ მართებული  არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობაში ფორმირებული დამოკიდებულებები, გამოცდილება და ქცევა ზრდასრულ ასაკში რთულად მართვადია.

- კონკრეტულად ვისაუბროთ რამდენიმე თვისებებზე: რას გამოხატავს ბავშვი, თუ მას შურისკენ, სხვისი დაზიანებისკენ ან მესაკუთრეობისკენ აქვს მიდრეკილება?

- ყველა ეს მაგალითი შესაძლებელია უკავშირდებოდეს ბავშვის მხრიდან იმედგაცრუებას, წარუმატებლობის მიუღებლობას, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნასა და მესაკუთრეობას. ეს თვისებები კონკრეტული ასაკისათვის ნორმალურია, მაგრამ შემდგომში აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ ის არ არის სამყაროს ცენტრი და ეს ეგოცენტრული მდგომარეობაც უნდა გადასხვაფერდეს. ესაა ერთგვარი კრიზისი, რომლის ეფექტურად გადასალახად მშობლებისა და ზრდასრულების მხრიდან ჯანსაღი და სწორი მიდგომა აუცილებელია. ბავშვი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის გარდა სხვაც არსებობს.

- როგორ უნდა ებრძოლოს მშობელი ბავშვის მავნე ზნეს?

- მავნე ზნე შეიცვლება მაშინ, თუკი ოჯახში ზრდასრულებს იგივე პრობლემა არ აქვთ. თუ ეს მხარე მოწესრიგებულია, მშობლებმა ბავშვებს კონკრეტული ინსტრუქციები უნდა მიაწოდონ, შენიშვნის მიცემის დროს თანმიმდევრულები იყვნენ, მათი ნათქვამი არ უნდა გადათქვან, რომ ბავშვმა შენიშვნა სერიოზულად აღიქვას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის თითოეული წევრი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს. ანუ, როცა მაგალითად, დედა შენიშვნას აძლევს ბავშვს, ბებიამ ან თუნდაც, მამამ მისი საპირისპირო არ უნდა უთხრას.

- არის შემთხვევები, როცა მშობელს მცირეწლოვანი ბავშვი აღარ ემორჩილება. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ დროს?

- ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მშობელს ბავშვზე გავლენის მოხდენა სურს, თავის გადაწყვეტილებაში მტკიცე უნდა იყოს. ბავშვები მიზნის მისაღწევად ხშირად მანიპულირებას ცდილობენ  და უფროსებს არ უნდა შეეშინდეთ მათი სიჯიუტის, ტირილის და ა.შ. ანუ, მშობელმა ზუსტად უნდა იცოდეს რას აკეთებს, რა მიზნით და რა შედეგის მიღება სურს. ასეთ შემთხვევაში ბავშვები მათ სიმტკიცეს გრძნობენ და ნაკლებად ეწინააღმდეგებიან.

- რა ასაკამდეა განსაკუთრებით ეფექტური მავნე ჩვევებთან ბრძოლა?

- განსაკუთრებით დაწყებით სასკოლო და გარდატეხის ასაკის დადგომამდე. გარდატეხის ასაკიდან უკვე სხვა სირთულეები იჩენს თავს და თუ მანამდე მშობლებსა და შვილებს შორის სწორი კომუნიკაცია არ ჩამოყალიბდა, სადაც მშობელი ავტორიტეტია, შემდგომი პერიოდი უფრო რთულად გადასალახი და კონფლიქტური იქნება.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება