ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი „შემოდგომის სიმფონია“ ჩატარდა. კონცერტი სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა.
კონცერტზე მოსწავლეებმა კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები