სიახლეები
სამასწავლებლო

„შეშა უკვე დაჩეხილია“ - როგორ ემზადებიან სკოლები ზამთრისთვის
08-11-2018
-
+


ზამთრის პერიოდიც მოახლოვდა და სკოლებში აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. ნაწილმა გათბობა უკვე ჩართო, სხვები კი იმავეს უახლოეს დღეებში აპირებენ. 

Etaloni.ge დაინტერესდა, გათბობის რა სისტემას იყენებენ საქართველოს სხვადასხვა სკოლაში. ამის შესახებ დირექტორები გვესაუბრნენ.

თბილისის N120 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა წერეთელი: 

გათბობა უკვე ჩართულია. სამინისტრომ გათბობის სისტემის ინფრასტრუქტურა მოგვიწესრიგა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. შესაბამისად, ზამთრისთვის სრულიად მზად ვართ. 

თბილისის N59 საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ლელაშვილი:

გათბობის სისტემა სკოლაში შემოწმდა. რა ხარვეზიც აღმოჩნდა - რამდენიმე რადიატორი შედარებით ნაკლებად თბება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურს გადავეცით და უახლოეს მომავალში გამოსწორდება. სკოლაში გათბობა უკვე ჩართულია და ზოგადად, შესანიშნავად მუშაობს. 
ნაბახტევის საჯარო სკოლა, დირექტორი თამაზ ნოზაძე:

შეშის ღუმლებით ვთბებით. გაზის მილები სკოლაშია შემოყვანილი, მაგრამ შენობაში სისტემა არ არ არის დამონტაჟებული. ამ წელს არც იქნება. გაზით გათბობასთან დაკავშირებით ფორმები მოგვაწოდეს და შევავსეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ წესით მომავალ წელს ბუნებრივი აირით გათბება სკოლა.

თბილისის N209 საჯარო სკოლა, დირექტორი ია აბუაშვილი:

სკოლის კორპუსის ერთი ნაწილი ბუნებრივი აირით მარაგდება. შესაბამისად, იქ ცენტრალური გათბობა გვაქვს, რომელიც საკლასო ოთახებს ნორმალურად ათბობს, თუ ელექტროენერგია არ წავიდა გარკვეული პერიოდით. ეს ხდება ხოლმე. ამ დროს გათბობის ქვაბიც წყვეტს მუშაობას. შენობის მეორე ნაწილი კი ავარიულია, იქ სკოლის ადმინისტრაციაა განთავსებული და მხოლოდ შეშის ღუმლებით თბება, რადგან ცენტრალური გათბობის შეყვანა არ შეიძლებოდა. მომავალი წლისთვის დაგეგმილია ავარიული შენობის ნაწილის სრული რეკონსტრუქცია.

ძალისის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო გათენაშვილი:

ცენტრალური გათბობა გვაქვს და ამით ვთბებით. ერთი ხარვეზია მხოლოდ - ზოგიერთ ფლიგელში განაპირა წერტილები ცოტა ნაკლებად თბება. ეს თავად შენობის დაგეგმარებას უკავშირდება. ამიტომ, იმ ორ ოთახს, რომელსაც ეს ეხება, დენის გამათბობლებსაც ვაშველებთ.

ჩაისუბნის საჯარო სკოლა, დირექტორი მალვინა ოსეფაშვილი:

ცენტრალური გათბობაა სკოლაში, რომელიც 15 ნოემბრიდან ჩაირთვება. ზამთრისთვის სკოლა ყველანაირად მოწესრიგებული და მომზადებულია.

ახალდაბის საჯარო სკოლა, დირექტორი ამბროს ჩაბოშვილი:

სკოლაში ამ მხრივ არანაირი ხარვეზი არ არსებობს. გათბობის სისტემა მუშაობს. ცენტრალური გათბობა უკვე ჩართული გვაქვს. ზამთრისთვის მზად ვართ.

აცანის საჯარო სკოლა, დირექტორი ანდრო ქინქლაძე:

ცენტრალური გათბობა გვაქვს, რომელიც დიზელზე მუშაობს. ეს კი საკმაოდ დიდ სახსრებს მოითხოვს. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა. გათბობის ეს სიტემა 2008 წელს დამონტაჟდა, ალბათ ბევრი რამ არ გაითვალისწინეს, მათ შორის საწვავის ფასი. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ - 57 მოსწავლეა სულ. საკუთარი სახსრებით და სპონსორების მოძიებით ვახერხებდით აქამდე ამის დაფინანსებას და თუ ეს აღარ გამოვიდა, ალბათ მივმართავთ სამინისტროს.

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა, დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა:

გათბობისთვის ღუმელს და შეშას ვიყენებთ, რადგან  ამ დროისთვის სკოლას შენობა არ აქვს, დროებით საკრებულოს შენობაში ვართ განთავსებული, სადაც გათბობის ამგვარი სისტემაა. მომავალი წლისთვის სკოლას საკუთარი შენობა ექნება. შეშით გათბობა რაიმე ხარვეზთან არ არის დაკავშირებული.

მარტვილის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მამუკა თვალაძე:

სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა გვაქვს. ყველა საქვაბე თუ ბატარეა გამართულია. პრობლემა არ არსებობს.

მარადისის საჯარო სკოლა, დირექტორი რუსლან ბოლქვაძე:

შეშის ღუმელებით ვთბებით, რადგან გაზი სკოლაში არ არის შეყვანილი. 8 წელია სკოლას რემონტიც არ ჩატარებია. მომავალ წელს ვაპირებთ სკოლას რემონტი ჩავუტაროთ, თუმცა ბუნებრივი აირით გათბობას ალბათ ჯერ კიდევ ვერ მოვახერხებთ.

კოდის საჯარო სკოლა, დირექტორი ლია ფადარაშვილი:

სკოლაში ცენტრალური გათბობა გვაქვს ბუნებრივ აირზე. გათბობა უკვე ჩართულია. ზამთრისთვის სრულიად მომზადებულნი ვართ.

თბილისის N88 საჯარო სკოლა, დირექტორი ეკა ჯამაგიძე:

სკოლაში გათბობა უკვე ჩართული გვაქვს. ბუნებრივი აირით ვთბებით. ყველაფერი მოგვარებულია. სწავლის დაწყებამდე შევამოწმეთ სისტემა, თან რამდენჯერმე.

ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა, დირექტორი არჩილ აბულაძე:

გათბობა დიზელზე გვაქვს. ჯერ მშვენივრად მუშაობს, პრობლემა ამ მხრივ არ გვაქვს. ზამთრისთვის მზად ვართ.

სილაურის საჯარო სკოლა, დირექტორი ბადრი ლომაძე:

შეშის გათბობა გვაქვს. ღუმლები გამზადებულია. შეშა წიფლის ჯიშისაა. დაპობილია უკვე და როგორც კი ცუდი ამინდი იქნება, დავანთებთ ეგრევე. სოფელში გაზი შემოყვანილი არ არის.

მშვიდობაურის საჯარო სკოლა, დირექტორი ირაკლი გარაყანიძე:

სკოლა უზრუნველყოფილია კარგი ხარისხის შეშით, ყველაფერი კარგად არის. გაზი სოფელში ახლა შემოვიდა, მაგრამ ჯერ სკოლამდე არ არის მოყვანილი. გვპირდებიან, რომ მომავალ წელს გვექნება.

მაკვანეთის საჯარო სკოლა, დირექტორი ამირან თოიძე:

შეშა მოტანილი გვაქვს და უკვე დაჩეხილია. რამდენიმე ღუმლის დამატებას ვაპირებთ და ზამთრისთვის სრულიად მზად ვართ. გაზი სოფელში არის, მაგრამ სკოლაში ჯერ არ შემოუყვანიათ.

ხრიალეთის საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ჯაბუა:

შეშის ღუმლები გვაქვს. შეშა მოტანილი და დაჩეხილია. სოფელი გაზიფიცირებული არ არის. ზამთრისთვის სკოლა სრულიად მზად არის.

იხილეთ ასევე:

„ერთსა და იმავე ბავშვს ღუმელთან ახლოს ჯდომა ხშირად არ მოუწევს“ - ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში ორიგინალური გამოსავალი იპოვეს

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება