სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე - 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი
08-11-2018
-
+


"ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე",- ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში წერია.

დოკუმენტის მიხედვით, გაგრძელდება ანაზღაურების სისტემისა და სამოტივაციო პაკეტების განვითარება.

„სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წლიდან მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მასშტაბური პროგრამების განხორციელება გაგრძელდება. თავისუფალი გაკვეთილები, რომლებიც მოსწავლეების ინტერესებზე იქნება მორგებული, გახდება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი...

პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის ამოქმედდება პროფესიული განვითარების მწყობრი სისტემა, წახალისებული იქნება მათი სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ. სახელფასო პოლიტიკა დაეფუძნება ცოდნის, გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების ანალიზს...

დაინერგება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებელთა მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება და სკოლებში ყოველწლიურად ახალი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს...“-წერია 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში.

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში უკვე წარადგინა.

ამავე თემაზე იხილეთ: „2019 წლიდან სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ“


კომენტარები


სკოლები
აღნიშნულში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ
სკოლის აღსაზრდელებმა მუზეუმში არსებული სხვადასხვა სივრცეები დაათვალიერეს
შეხვედრის მიზანს მოსწავლეებში ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა
სიახლეები
მასწავლებლის ტრანსპორტით გადაყვანა უკვე მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული
თბილისის N39 საჯარო სკოლამ ლიდერი დირექტორის, ბესარიონ სიხარულიძის ინიციატივით, 
ონლაინ პრეზენტაციაში მონაწილეობა შეეძლება ინგლისურის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს
საინტერესო

2019 წელი ყვითელ ღორს ეკუთვნის. მოდით, გადავავლოთ თვალი, რას მოგიტანთ ყვითელი ღორის წელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.


რაზე საუბრობენ და რა თემებს ერიდებიან მშობელთა კრებაზე გერმანიაში, ესპანეთში, კანადაში, ნიდერლანდებსა და ისრაელში
წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკული სერიალების რიმეიქებს 
ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ღია ცის ქვეშ, 
ყველასათვის საყვარელი ბალუ და მისი მეგობრები ჯუნგლებიდან მათთვის შეუფერებელ გარემოში, 
ეტალონი

2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ლაგოდეხის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.


2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ლაგოდეხის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
საზოგადოება