სიახლეები
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი - გაზაფხულიდან ათობით სკოლაში განახლებული პროგრამების დანერგვა დაიწყება
07-11-2018
-
+

გაზაფხულიდან ათობით სკოლაში დაიწყება განახლებული პროგრამების დანერგვა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და პირველ რიგში, ორიენტირებულია ბავშვების განვითარებაზე.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპილოტე პროექტი, რომელიც სწავლების ახალ მეთოდს გულისხმობს, 150-ე სკოლაში უკვე მიმდინარეობს.

"გვექნება კონკრეტული შედეგები, რომელიც იქნება ყველასთვის ღია. ჩვენც ძალიან ველოდებით, რადგან მართლაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია, რომელიც შეეხება სასკოლო რეფორმას და ვფიქრობთ, გაზაფხულიდან ათობით სკოლაში დაიწყება განახლებული პროგრამების დანერგვა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და პირველ რიგში, ორიენტირებულია ჩვენი ბავშვების განვითარებაზე. სიახლეები იქნება ძალიან ბევრი, ეს არის მეტი ტექნოლოგიები განათლებაში, მეტი ელექტრონული რესურსები, გადამზადებული პედაგოგები და სრულიად ახალი მიდგომა საგაკვეთილო პრინციპებზე, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის განვითარებაზე, აზროვნებითი უნარების ჩამოყალიბებაზე და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს“,-განაცხადა ბატიაშვილმა.

წყარო:1tv.ge

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო

საზოგადოება