სიახლეები
რჩევები

რატომ გარბიან ბავშვები სახლიდან
06-11-2018
-
+


მოზარდები ხშირად სახლიდან გარბიან და შეშინებულ მშობლებს გაურკვევლობაში ტოვებენ, მათ არ იციან რა მოიმოქმედონ და ივარაუდონ. ბევრისთვის ბავშვის სახლიდან გაქცევა შოკია. მაგრამ მოზარდის სახლიდან წასვლას გარკვეული მიზეზები აქვს და თუ მათ შესახებ გვეცოდინება, გაქცევის თავიდან არიდებას შევძლებთ. 

Etaloni.ge  ბავშვთა ფსიქოლოგებზე დაყრდნობით გთავაზობთ მარტივ რჩევებს თუ როგორ აღმოვფხვრათ ბავშვის გაქცევა.

რატომ გარბიან

სპეციალისტების თქმით, არიან ბავშვები, რომლებიც სახლიდან იმისთვის გარბიან, რომ თავისი გაიტანონ. ხდება ისეც, რომ სახლიდან გარბის ბავშვი, რომელიც ჰიპერმზრუნველი მშობლების გარემოში იზრდება. ხანდახან ბავშვი თავგადასავლების წყურვილისა და ახალი შეგრძნებების საძიებლად გარბის ან უბრალოდ უნდა, რომ მშობლები ანერვიულოს და სამაგიერო გადაუხადოს. 

მაგრამ ძირითადი მიზეზები სხვაა: მშობლებისადმი უნდობლობა, ოჯახში მისი არ ესმით, დასჯის ეშინია. „გაქცეულების“ დიდი პროცენტი - ღარიბი ოჯახების შვილები არიან, მაგრამ ასეთი შემთხვევა შესაძლოა შეძლებულ ოჯახშიც მოხდეს. 

ფსიქოლოგების თქმით, თანამედროვე ბავშვები საკმაოდ ადრეულ ასაკში - 10-12 წლიდან გარბიან (თუ 10 წლამდე ასაკის ბავშვი დაიკარგა, სავარაუდოდ იგი დაკარგულია ან  რაიმე შეემთხვა).

გაქცევის ერთ-ერთ მთავარი მოტივი არის ის, რომ ოჯახში მისი არ ესმით. მაგალითად, როდესაც მშობლები კონფლიქტურ სიტუაციაში უპირობოდ მასწავლებლის მხარეს დგებიან. ბავშვები საკუთარი თავისა და მეგობრების მიმართ უსამართლობას მძაფრად აღიქვამენ. თუ ბავშვი, რომელიც სკოლაში ზრდასრულის მხრიდან უსამართლობას წააწყდა, საკუთარი მშობლებისგან კი მხარდაჭერა ვერ მიიღო, რადგან მათთვის მასწავლებელი ყოველთვის მართალია, მისთვის ეს შესაძლოა წასვლის მიზეზი გახდეს.

ბავშვები გარბიან, როდესაც დასჯის ეშინიათ. თუ ბავშვს სახლში ეჩხუბებიან ნივთების დაზიანების ან დაკარგვის გამო, მაშინ შესაძლოა ის გაიქცეს, რადგან ტელეფონი გატეხა.

ბავშვები ხშირად გარბიან, თუ მათ ცუდი ნიშნებისთვის ეჩხუბებიან. ყველას უნდა რომ ბავშვი წარჩინებით სწავლობდეს, მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. დატუქსვის ნაცვლად უმჯობესია დავეხმაროთ იმ საგნის ამოქაჩვაში, რომელშიც სუსტია ან ვაღიაროთ რომ რომელიმე საგანი არ აინტერესებს.

13-15 წლის ბავშვები კი ჩვეულებრივ გარბიან იმის გამო, რომ სახლში „ავიწროვებენ“ მათ კი თავისუფლება უნდათ, მათ თავგადასავლების წყურვილი უჩნდებათ.

ამ ასაკის ბავშვებისთვის, გაქცევის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე ოჯახში მისი მეგობრების მიუღებლობა ან ადრეული „ზრდასრული“ საქციელი, რომლისთვისაც მშობლები მზად არ არიან. 

ამ ასაკში ბავშვები სიყვარულს, მეგობრობას, მეგობრების ერთგულებას სწავლობენ და ყველაფერს ყმაწვილური მაქსიმალიზმით აკეთებენ, ამიტომ მათ აზრს პატივი უნდა ვცეთ. 

გაქცევაზე რა მიანიშნებს:

ერთი დღით ადრე ბავშვთან მომხდარი მწვავე კონფლიქტი, მხარეები შერიგების გარეშე დაიშალნენ;

ქალაქში მიმდინარეობს ღონისძიება, სადაც ბავშვს წასვლა უნდოდა;

ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო, მას კი ამის გამო ოჯახში ეჩხუბებიან;

ბავშვს ჰყავს, მეგობრები, შეყვარებული, რომლებიც მის მშობლებს არ მოსწონთ.

ბავშვთან ერთად სახლიდან ფული გაქრა;

ბავშვს ახალი შეყვარებული ან მეგობარი ჰყავს;

გაქრა გარკვეული ნივთები, მიმანიშნებელი, რომ ბავშვი დიდი ხნით წავიდა;

როგორ ავირიდოთ თავიდან გაქცევა

ფსიქოლოგების თქმით, გაქცევის მთავარი საპროფილაქტიკო ღონისძიება ბანალურია - საკუთარი შვილის უპირობო სიყვარული, მისი მოსმენა და გულწრფელი საუბრებისთვის დროის გამონახვა. არ ჩათვალოთ ბავშვის პრობლემები უმნიშვნელოდ. კარგია თუ გეცოდინებათ რა არის მისი ინტერესები, დარეგისტრირებულია თუ არა სოციალურ ქსელებში და რა ჯგუფებშია გაწევრიანებული.

გაქცევა - ეს არის პროტესტი, ჩვეულებრივ მის მიღმა გარკვეული მოთხოვნები დგას: ან შეიმსუბუქოს სახლის რეჟიმი, გაგაგებინოთ, რომ მათემატიკოსი არ არის, ან პატივი სცეთ მის უფლებას უსმენდეს როკ-მუსიკას და ჰყავდეს სასურველი მეგობრები. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება