სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ გამოვიყენოთ პირბადე სწორად - ებრძოლეთ ვირუსებს Etaloni.ge-სთან ერთად
05-11-2018
-
+


სუსხიანი დღეების მოსვლასა და ვირუსების გააქტიურებასთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. 

გაციების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი გზა სამედიცინო ნიღბის ტარებაა.

მისი დანიშნულება ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს.

სწორედ ამიტომ, Etaloni.ge გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ნიღბის სწორად გამოყენებასა და მისგან საჭირო ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ: 

1. ვირუსების პერიოდში ყოველთვის ატარეთ პირბადე ხალმხრავალ და დახურულ სივრცეში, ქუჩაში ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული;

2. პირბადის გაკეთების წინ სასურველია ხელების საპნით დაბანა. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგაც ამავეს გირჩევთ.

3. ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია!

4. გაიკეთეთ პირბადე ისე რომ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს;

5. თუ მას აქვს რეზინის მარყუჟი კომფორტულად მოირგეთ ყურზე, თუ ზონარიანია - ყველა შეიკარით. ის მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული;

6. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ჯანმრთელ ადამიანს სნეულის დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან იცავს;

ხოლო სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია.

ამდენად, თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს რომ გაციებული ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფთ იცავთ. 

თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მიმართული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ და გარშემომყოფთა ინფექციებს უფრთხით.

კვლევებით, პირბადის გამოყენება და ხელების ხშირი დაბანა ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს.

კომენტარები


სკოლები
აღნიშნულში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ
სკოლის აღსაზრდელებმა მუზეუმში არსებული სხვადასხვა სივრცეები დაათვალიერეს
შეხვედრის მიზანს მოსწავლეებში ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა
სიახლეები
მასწავლებლის ტრანსპორტით გადაყვანა უკვე მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული
თბილისის N39 საჯარო სკოლამ ლიდერი დირექტორის, ბესარიონ სიხარულიძის ინიციატივით, 
ონლაინ პრეზენტაციაში მონაწილეობა შეეძლება ინგლისურის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს
საინტერესო

2019 წელი ყვითელ ღორს ეკუთვნის. მოდით, გადავავლოთ თვალი, რას მოგიტანთ ყვითელი ღორის წელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.


რაზე საუბრობენ და რა თემებს ერიდებიან მშობელთა კრებაზე გერმანიაში, ესპანეთში, კანადაში, ნიდერლანდებსა და ისრაელში
წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკული სერიალების რიმეიქებს 
ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ღია ცის ქვეშ, 
ყველასათვის საყვარელი ბალუ და მისი მეგობრები ჯუნგლებიდან მათთვის შეუფერებელ გარემოში, 
ეტალონი

2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ლაგოდეხის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.


2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ლაგოდეხის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
საზოგადოება