სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მსოფლიოს ყველაზე იაფი უნივერსიტეტები ხარისხიანი განათლების მისაღებად
04-11-2018
-
+


მიუხედავად საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილისა, ხშირად სტუდენტები მას ხელმიუწვდომლად მიიჩნევენ. მაგრამ თანამედროვე უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ ხარისხიანი და ამასთნ ხელმისაწვდომი განათლების მიღება სრულიად რეალურია.

მსოფლიოში არაერთი უნივერსიტეტია ხელმისაწვდომი ფასებით, რომლებშიც ხარისხიანი და პრესტიჟული განათლების მიღება შესაძლებელია. 

etaloni.ge გთავაზობთ იაფფასიან, მაგრამ პოპულარულ უცხოურ უნივერსიტეტებს ინგლისურენოვანი პროგრამებით.

TU Dresden, გერმანია

დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი - ეს გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელია, რომელშიც დაახლოებით 40,000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი 14 ფაკულტეტისგან შედგება, ამათან სტუდენტების უმეტესობა დრეზდენის გულში ისტორიულ შენობებში სწავლობს. 

სტუდენტებს უნივერსიტეტში სხვადასხვა საგნების სწავლას სთავაზობენ, მათ შორის ფილოლოგიის, ისტორიის, ზუსტი მეცნიერებების, პედაგოგიკის, ეკონომიკის, სამართლის, მანქანათმშენებლობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და მედიცინის.

სწავლის საორიენტაციო საფასური სემესტრში 500 ევროს შეადგენს.

KAIST, სამხრეთ კორეა 

კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KAIST) სამხრეთ კორეის წამყვანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევითი უმაღლესი სასწავლებელია, რომელზეც დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესი და პოტენციალი.

სტუდენტებს აქ მრავალრიცხოვან პროგრამებს სთავაზობენ, მათ შორის გაცვლით პროგრამებს და საზღვარგარეთ სტაჟირებებს, რომელსაც KAIST მსოფლიოს  წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

უნივერსიტეტი 5 კოლეჯისგან შედგება. ხუთივე მათგანი სტუდენტებს ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. KAIST-ში შესაძლებელია განათლების მიღება ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, ბიოლოგიაში, ბიოინჟინერიაში, საბუნებისმეტყველო და  ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, კულტურაში, ბიზნესში, მართვასა და ფინანსებში.

სწავლის საორიენტაციო საფასური წელიწადში 3,200 დოლარს შეადგენს.

KU Leuven ბელგია

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი მე-15 საუკუნეში დაარსდა და მას შემდეგ ბელგიის და მთელი ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებად ითვლება.

დღეს, უნივერსიტეტის კამპუსებში 56,000 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 16% 150-მდე ქვეყნიდან ჩასული უცხოელია. KU Leuven-ის16 ფაკულტეტზე შესაძლებელია სამართალის, ეკონომიკის, ბიზნესის, ფილოსოფიის, თეოლოგიის, ფსიქოლოგიის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ხელოვნების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, არქიტექტურის, მედიცინის, ეთიკის და ა.შ სწავლა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ლაბორატორიებში მსოფლიო დონის კვლევები ტარდება.

სწავლის საორიენტაციო ფასი სემესტრში 922 ევროა.

Brigham Young University - Idaho, აშშ

აშშ-ს Brigham Young University ხელმისაწვდომ განათლებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოლ სტუდენტებს. 

ამასთან, უნივერსიტეტში სტუდენტებს ბევრ სასერტიფიკატო პროგრამას სთავაზობენ. 

უნივერსიტეტი მულტიდისციპლინარულია. აქ შესაძლებელია სხვადასხვა დისციპლინების შესწავლა, ლინგვისტიკიდან და პედაგოგიკიდან დაწყებული, ბიზნესითა და სოფლის მეურნეობით დამთავრებული.

სწავლის საორიენტაციო საფასური წელიწადში 3,750 დოლარს შეადგენს. 

Montanuniversität Leoben, ავსტრია

ლეობენის უნივერსიტეტი ავსტრიის ისტორიულ ქალაქ ლეობენში მდებარეობს. უნივერსიტეტი ავსტრიის საუკეთესო ტექნიკური უნივერსიტეტების ასოციაციაში TU Austria-ში შედის და სტუდენტებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს სამთო-მეტალურგიულ სფეროში, მათემატიკაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ელექტრონიკაში, მექანიკაში, ეკონომიკაში და ა.შ.

სწავლის საორიენტაციო საფასური სემესტრში 726 ევროა.


კომენტარები


სკოლები
აღნიშნულში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ
სკოლის აღსაზრდელებმა მუზეუმში არსებული სხვადასხვა სივრცეები დაათვალიერეს
შეხვედრის მიზანს მოსწავლეებში ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა
სიახლეები
მასწავლებლის ტრანსპორტით გადაყვანა უკვე მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული
თბილისის N39 საჯარო სკოლამ ლიდერი დირექტორის, ბესარიონ სიხარულიძის ინიციატივით, 
ონლაინ პრეზენტაციაში მონაწილეობა შეეძლება ინგლისურის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს
საინტერესო

2019 წელი ყვითელ ღორს ეკუთვნის. მოდით, გადავავლოთ თვალი, რას მოგიტანთ ყვითელი ღორის წელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.


რაზე საუბრობენ და რა თემებს ერიდებიან მშობელთა კრებაზე გერმანიაში, ესპანეთში, კანადაში, ნიდერლანდებსა და ისრაელში
წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკული სერიალების რიმეიქებს 
ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ღია ცის ქვეშ, 
ყველასათვის საყვარელი ბალუ და მისი მეგობრები ჯუნგლებიდან მათთვის შეუფერებელ გარემოში, 
ეტალონი

2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ლაგოდეხის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.


2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ლაგოდეხის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
საზოგადოება